თუ კონტრაქტურის სამკურნალო რეცეპტს ეძებთ, ძალიან გაგიმართლათ. დღეს მოგითხრობთ საკუთარი მეთოდის შესახებ, რომელიც ძალიან დამეხმარა.
დაახლოებით 40 წლის წინ სრულიად შემთხვევით მარჯვენა ხელის უსახელო თითი გავიჭერი. მიუხედავად იმისა, რომ ჭრილობა საკმარისად ღრმა იყო, ის სწრაფადვე შეხორცდა, თუმცა თითმა დეფორმირება და ხელისგულის მიმართულებით მოხრა დაიწყო. კონტრაქტურა – დიაგნოზი, რომელიც ჩემმა მკურნალმა ექიმმა დამისვა.
ექიმების თქმით, თუ ოპერაციას დროულად არ ჩავიტარებდი, მარჯვენა ხელის ხუთივე თითს იგივე ბედი ელოდა. გარკვეული მიზეზების გამო, ქირურგიულ ჩარევაზე უარი ვთქვი და რჩევისათვის ჩემს ბავშვობის მეგობარს მივმართე, რომელიც საკმაოდ დიდი ხანი სამხედრო ექიმად მსახურობდა.
მეგობრის რჩევით, მარილისა და სოდის აბაზანების ჩატარება გადავწყვიტე. პირველ დღეს ვიწყებთ სუფრის უბრალო მარილის აბაზანებით, მეორე დღეს გადავდივართ სოდაზე, მესამე დღეს კვლავ მარილი და ა.შ.
აავსეთ პატარა ზომის ტაშტი ცხელი, კანისათვის კომფორტული ტემპერატურის წყალით, ჩაყარეთ მასში დაახლოებით ერთი მუჭა მარილი და მოათავსეთ დაზიანებული ხელი 30 წუთით. ჩაიტარეთ პროცედურა დღის განმავლობაში რამდენჯერმე (რაც შეიძლება ხშირად).
მეორე დღეს ვიტარებთ ანალოგიურ პროცედურებს, თუმცა მარილის ნაცვლად, ვიღებთ საჭმელ სოდას. სოდასა და მარილს ვანაცვლებთ დღეგამოშვებით, პროცედურებს კი ვიტარებთ ყოველდღიურად სასურველი შედეგის მიღებამდე.
ჩემმა მოხრილმა თითმა ასეთი პროცედურებიდან ხანმოკლე დროში ნელ-ნელა გაშლა დაიწყო, ხოლო ჩაღრმავება ხელისგულზე, რომელიც კონტრაქტურის შედეგად განმივითარდა, ნელ-ნელა შეივსო. დღეს თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობ და თითებს თავისუფლად ვამოძრავებ.
აქვე მინდა გიამბოთ მენისკის სამკურნალო საშინაო მეთოდის შესახებ, რომლითაც ჩემს დას ვუმკურნალე.
45 წლის ასაკში კიბიდან გადმოვარდნისა და დაცემის შედეგად, მან მუხლის ძლიერი ტრავმა მიიღო, რის ფონზეც მენისკი და საშინელი შეშუპება განვითარდა. ძლიერი ტკივილები მას საკმაოდ დიდი ხანი ტანჯავდა, მოგვიანებით კი ამ რეცეპტს წავაწყდით და ის დაუყონებლივ გამოვიყენეთ.
შეურიეთ თაფლი და სამედიცინო სპირტი ერთმანეთში თანაბარი რაოდენობით. მიღებული ნაზავი შეათბეთ წყლის აბაზანაზე, კარგად შეიზილეთ დაზიანებულ მუხლზე, შეიხვიეთ შალის ქსოვილით და დაწექით. დაიტოვეთ მთელი ღამით.
ჩაიტარეთ ეს პროცედურა ყოველ საღამოს, დაძინების წინ, რათა ხანმოკლე დროში გათავისუფლდეთ ამ პრობლემისაგან. მკურნალობის სრულმა კურსმა, ჩემი დის შემთხვევაში, დაახლოებით თვენახევარი შეადგინა. ნელ-ნელა, ეტაპობრივად შემცირდა შეშუპება და საერთოდ გაქრა დისკომფორტისა და ტკივილის საშინელი შეგრძნება, რომელიც მას მუხლის მოხრისას აწუხებდა.
ორივე რეცეპტის ეფექტურობა ეჭვგარეშეა, რაც საკუთარ თავზე და ჩემი ოჯახის წევრებზე მაქვს გამოცდილი. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენც დაგეხმარებათ. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას!