
ამ ნატურალურ სიროფს, რომლის შესახებაც დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ, აქვს ძალიან დადებითი გავლენა ჩვენს ორგანიზმზე. სასარგებლო მკვებავი ნივთიერებებით მდიდარი ეს ნაზავი გაგიუმჯობესებთ მეხსიერებას, მხედველობას, სმენას, გაგიძლიერებთ იმუნიტეტს და საგრძნობლად შეამცირებს ცხიმის დონეს.
ჩვენი დღევანდელი რეცეპტის მთავარი ინგრედიენტია პირშუშხა, რომელიც წარმოადგენს C, B1, B2 და B6 ვიტამინების, რკინის, კალიუმის, მაგნიუმისა და ფოსფორის ძალიან დიდ ბუნებრივ წყაროს. ეს ბალახი აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, სტიმულირებს ნაწლავების ჯანსაღი მიკროფლორის აღდგენას და ამარცხებს ქრონიკულ დაღლილობას.
როგორ მოვამზადოთ სამკურნალო სიროფი
ინგრედიენტები:
- 125 გრმი პირშუშხა
- 4 საშუალო ზომის ლიმონი
- 3 ს.კ. ნატურალური თაფლი
- 2 ს.კ. დარიჩინი
- 2 სმ სიგრძის ჯანჯაფილის ფესვი
მომზადებისა და მიღების წესი:
- პირშუშხა და გასფთავებული ჯანჯაფილი დაფქვით ბლენდერის გამოყენებით.
- დაუმატეთ 4 ლიმონის წვენი, დარიჩინი და თაფლი. კიდევ ერთხელ კარგად გადაურიეთ.
- მიღებული ბლანტი კონსისტენციის სიროფი გადაიტანეთ მინის ქილაში, დააფარეთ თავსახური და შეინახეთ მაცივარში.
- მიირთვით ის 1 სუფრის კოვზის ოდენობით დღეში 2-ჯერ, ჭამამდე რამდენიმე წუთით ადრე.
- კურსის ხანგრძლივობა – 3 კვირა.
ამ საშუალებას პირადად ვიღებდი და შედეგით იმდენად კმაყოფილი დავრჩი, რომ ყველა მეგობარს ვასწავლე, ბევრიც მოვიმადლიერე… დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენც გამოგადგებათ.
3 კვირიანი კურსის დამთავრების შემდეგ საოცარი ცვლილებები აუცილებლად თვალსაჩინო იქნება: გარდა ორგანიზმის სასარგებლო მკვებავი ნივთიერებებით მომარაგებისა, გაიუმჯობესებთ მხედველობას, მეხსიერებასა და სმენას, დაიჩქარებთ მეტაბოლიზმს და გათავისუფლდებით ცხიმოვანი ფენებისგან.
თუ ეს ინფორმაცია სასარგებლოდ მიგაჩნიათ, აუცილებლად გაუზიარეთ სტატია მეგობრებსაც. გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას!