როგორ გავიწმინდოთ ღვიძლი უჯრედულ დონეზე. 7 ნატურალური საშუალება

12410

ღვიძლი ადამიანის ორგანიზმის უმნიშვნელოვანესი ორგანოა, რომელიც ასრულებს დაახლოებით 500-მდე ფუნქციას. სწორედ ის არის პასუხისმგებელი ჩვენს სხეულში ბიოქრიმიური პროცესების სათანადოდ წარმართვაზე და სისხლის ტოქსინებისგან გაფილტვრაზე.

ფიზილოგიის დარგში წამყვანი გერმანელი პროფესორი კარლ ლუდოვიგი თავის კვლევებში ღვიძლს “მსოფლიოში უდიდეს ქიმიურ ლაბორატორიად” მოიხსენიებს.

ორგანიზმის გაწმენდა და გამოკვება, სისხლის ტოქსინებისგან გაფილტვრა, ვიტამინებისა და მინერალების დაგროვება – მცირე ჩამონათვალი იმ მნიშვნელოვანი ფუნქციებისა, რომელთაც ჩვენი ღვიძლი ითავსებს.

სამწუხაროდ, ცხოვრების თანამედროვე სტილის შედეგად, ჩვენი ღვიძლი ძალიან ბინძურდება, რის შედეგადაც თავს იჩენს სხვადასხვა სახის შეფერხებები მის მუშაობაში. ღვიძლის მუშაობის დარღვევა საფუძვლად შეიძლება ჩაეყაროს არაერთი საკმაოდ სერიოზული და საშიში დაავადების განვითარებას.

გარდა ალკოჰოლის სიყვარულისა, ღვიძლის დაზიანება და ციროზის განვითარება შეიძლება განაპოირობოს სხვა მრავალმა ფაქტორმა. როგორიც არ უნდა იყოს პრობლემის გამომწვევი მიზეზი, ნატურალური საშუალებები, რომელთა შესახებ დღეს ვისაუბრებთ, აუცილებლად დაგეხმარებათ.

იხელმძღვანელეთ ჩვენს დღევანდელ სტატიაში მოცემული რჩევებითა და რეკომენდაციებით, რათა მინიმალურ ვადაში გაიწმინდოთ ეს უმნიშვნელოვანესი ორგანო და მოიწესრიგოთ მისი მუშაობა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია დაგემარებათ.

პროდუქტები, რომლებიც აწესრიგებს ღვიძლის მუშაობას და აჯანსაღებს ამ ორგანოს

1. კურკუმა

როგორც მოგეხსენებათ, ამ ინდურ სანელებელს აქვს ძალიან დადებითი გავლენა ჩვენს ორგანიზმზე. გარდა საჭმლის მონელების მოწესრიგებისა და სისხლში შაქრის ოპტიმალური დონის შენარჩუნებისა, კურკუმა დაგეხმარებათ ღვიძლის ძირფესვიანად გაწმენდაში და მისი მუშაობის გაუმჯობესებაში. შეაზავეთ ამ სანელებლით საყვარელი კერძები და სალათები ან მიირთვით ის თბილ რძესთან ერთად ყოველ საღამოს, დაძინების წინ, რათა უჯრედულ დონეზე გაიწმინდოთ ღვიძლი და თავიდან აირიდოთ ციროზი.

2. ნიორი

როგორც მოგეხსენებათ, ნიორი ჩვენს პლანეტაზე ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია. მასში შემავალი სასარგებლო შენაერთები ააქტიურებს ღვიძლის იმ ფერმენტებს, რომლებიც ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნაზე პასუხისმგებელი. ალიცინი და გოგირდი – ნიორში შემავალი ორი ძალიან სასრგებლო ნივთიერება, რომლებიც იცავს ჩვენს ღვიძლს დაზიანებისგან.

შეაზავეთ ნივრით თქვენი საყვარელი კერძები ან მიირთვით ის ყოველ დილას, რათა გაიჯანსაღოთ მთელი სხეული და გაიუმჯობესოთ ღვიძლის მუშაობა.

3. ბოსტნეულის წვენები

რეგულარულად მიირთვით კომბოსტოს, კიტრის, სტაფილოსა და ჭარხლის ახლადგამოწურული წვენები, რათა არა მხოლოდ მოიწესრიგოთ ღვიძლის მუშაობა, არამედ გაიჯანსაღოთ მთელი სხეული.

რატომ წვენები? ასე ჩვენი ორგანიზმისათვის გაცილებით მარტივია პროდუქტიდან სასარგებლო მკვებავი ნივთიერებების ათვისება. რეგულარულად გაინებივრეთ თავი ბოსტნეულის კოქტეილებით, რათა თავიდან აირიდოთ ღვიძლის დაზიანება და ციროზის განვითარება.

4. მწვანე ჩაი

ძალიან სასარგებლოა ეს სასმელი ადამიანებისთვის, რომლებიც ღვიძლის გაცხიმოვნებისგან იტანჯებიან. კვლევების თანახმად, მწვანე ჩაი აფერხებს ცხიმის სინთეზის პროცესს და ეფექტურად წმენდს ჩვენს ღვიძლს მავნე ნარჩენებისგან.

5. ავოკადო

იცოდით, რომ ამ ტროპიკულ ხილს ღვიძლის აღდგენისა და განახლების უნარი აქვს? დღესდღეობით მეცნიერები მუშაობენ ავოკადოს ისეთი ექსტრაქტის შემუშავებაზე, რომელსაც ღვიძლის დაზიანებული მონაკვეთების აღდგენის უნარი ექნება.

რეგულარულად მიირთვით ეს არომატული ხილი, რათა არა მხოლოდ გაიწმინდოთ ღვიძლი და თავიდან აირიდოთ მისი გაცხიმოვნება, არამედ გაიჯანსაღოთ მთელი სხეული.

 6. ბანანი, ლობიო და ტკბილი კარტოფილი

კალიუმი, რომელსაც საკმაოდ დიდი რაოდენობით შეიცავს ბანანი და ლობიო, ძალზედ მნიშვნელოვანი მინერალია ჩვენი ღვიძლის ნორმალური მუშაობისთვის. რეგულარულად მიირთვით ბანანი, ლობიო, ტკბილი კარტოფილი და პომიდვრის სოუსები, რათა შეივსოთ სხეულში კალიუმის მარაგი და მოიწესრიგოთ ღვიძლის მუშაობა.

7. გრეიფრუტის წვენი და ზეითუნის ზეთი 

ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის გაჯანსაღება მარტივად შეგიძლიათ გრეიფრუტის წვენისა და ზეითუნის ზეთის ნაზავით. ამ საშუალება აქვს მსუბუქი საფაღარათო ეფექტი, თავიდან გვარიდებს ღვიძლის დაბინძურებას, გაცხიმოვნებას და კენჭების ფორმირებას ნაღვლის ბუშტში.

ყოველ დილას მიირთვით 1 სუფრის კოვზი გრეიფრუტის წვენისა და 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთის ნარევი. ამ ნაზავისგან თავის შეკავებაა რეკომენდებული ორსული ქალბატონებისთვის. ის შეიძლება უკუჩვენებითი აღმოჩნდეს ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მიღების დროსაც. თუ კენჭების ზომა ნაღვლის ბუშტში 5 მილიმეტრს აღემტება, თავი შეიკავეთ ნებისმიერი ხალხური საშუალების გამოყენებისგან.

ყველა ამ საშუალებასა და პროდუქტს მართლაც ძალიან დადებითი გავლენა აქვს ჩვნს ღვიძლზე და მთელ ორგანიზმზე. თუ ჩვენი დღევანდელი რჩევები სასარგებლოდ მიგაჩნიათ, აუცილებლად გაუზიარეთ სტატია მეგობრებსაც. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას!