მარტივი რეცეპტი მინიმალურ დროში მოგიწესრიგებთ ფარისებრი ჯირკვლის მუშაობას

1467

ფარისებრი ჯირკვალი ჩვენი ორგანიზმის უმნიშვნელოვანესი ორგანოა. მისმა დისნფუქციამ სავსებით შესაძლებელია, მიგვიყვანოს ჯანმრთელობის არაერთი საკმაოდ სერიოზული დაავადების განვითარებამდე.

თუ კარგი ჯანმრთელობის ღრმა სიბერემდე შენარჩუნება გსურთ, აუცილებლად უნდა იზრუნოთ ამ ჯირკვლის მუშაობის მოწესრიგებაზე, რაშიც წიწიბურა, კაკალი და ნიგოზი დაგეხმარებათ.

როგორ გავიჯანსაღოთ ფარისებრი ჯირკვალი

ინგრედიენტები:

  • ½ ჩაის ჭიქა წიწიბურის მარცვლები
  • ½ ჩაის ჭიქა ნიგოზი
  • ½ ჩაის ჭიქა თაფლი

მომზადებისა და გამოყენების წესი:

  1. ყავის საფქვავის ან ბლენდერის გამოყენებით კარგად დაფქვით წიწიბურის მარცვლები.
  2. რაც შეიძლება წვრილად დააქუცმაცეთ ნიგოზი ან გაატარეთ ის ხორცსაკეპში და შემდეგ დაუმატეთ მომზადებულ წიწიბურის ფქვილს.
  3. მშრალ მასას დაასხით თაფლი და კარგად ამოურიეთ.
  4. მოათავსეთ მასა მინის ქილაში, დააფარეთ თავსახური და შეინახეთ მაცივარში.

დღეში 3-ჯერ მიირთვით მომზადებული საშუალება 1 სუფრის კოვზის ოდენობით, ჭამამდე რამდენიმე წუთით ადრე. კურსის ხანგრძლივობა – 1 თვე. როდესაც ნაზავი ამოგეწურებათ, მოამზადეთ ახალი ულუფა.

გარდა მიღების ამ წესისა, ფარისებრი ჯირკვლის გამაჯანსაღებელი ნაზავი შეგიძლიათ მიირთვათ მეორე ინსტრუქციით: ულუფა, რომელსაც ინგრედიენტების ამ რაოდენობისგან მიიღებთ, მიირთვით მთლიანად ერთი დღის განმავლობაში. არ ჭამოთ არაფერი, მიირთვით მხოლოდ წყალი. თუ კვირაში ერთხელ ასეთ განტვირთვის დღეს მოიწყობთ, ძალიან მალე მოიწესრიგებთ ფარისებრი ჯირკვლის მუშაობას. კურსის ხანგრძლივობა – 6 კვირა.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენთვისაც სასარგებლო აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისრუვებთ ჯანმრთელობას!