10 პროდუქტი, რომლითაც უნდა იკვებოთ ხშირად, თუ ჰიპერტონიკი ხართ

14744

როგორც ყველამ კარგად ვიცით, კვება თამაშობს უდიდეს როლს კარგი ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. თუ ჰიპერტონიკი ხართ და წნევის მკვეთრი ცვლილებები თქვენთვის კარგად ნაცნობი პრობლემაა, გირჩევთ, გაამდიდროთ კვების რაციონი 10 პროდუქტით, რომელთა შესახებ დღეს ვისაუბრებთ.

რითი უნდა იკვებონ ჰიპერტონიკებმა?

1. დაბალცხიმიანი ხაჭო

რძის ეს პროდუქტი წარმოადგენს კალციუმის, მაგნიუმისა და კალიუმის დიდ ბუნებრივ წყაროს. მიირთვით ყოველდღიურად საშუალოდ 100 გრამი ხაჭო, რათა გაიძლიეროთ გულის კუნთი და გაიფართოვოთ სისხლძარღვები.

2. წითელი ბულგარული წიწაკა

C ვიტამინის რეკორდული შემცველობით გამორჩეული წითელი ბულგარული წიწაკა ძალიან სასარგებლოა ჰიპერტონიკებისთვის.

3. ორაგული

ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟავები, რომელთაც დიდი რაოდენობით ვხვდებით თევზის ცხიმიან სახეობებში, თავიდან აგარიდებთ წნევის მკვეთრ ცვლილებებს. ჰიპერტონიკებისათვის რეკომენდებულია კვირაში საშუალოდ 3-ჯერ 100-150 გრამი ორაგულის მირთმევა.

4. შვრია

შვრიის ფაფით საუზმობა საუკეთესო რამაა, რაც შეგიძლიათ მოიმოქმედოთ, თუ ჰიპერტონიკი ხართ.

5. გოგრის თესლი

ეს პროდუქტი შეგივსებთ თუთიის მარგს ორგანიზმში და საიმედოდ დაგიცავთ ინფარქტისგან. მიირთვით ყოველდღიურად 20 გრამი გოგრის გამომშრალი თესლი, თუ წნევის მკვეთრი ცვლილებები გაწუხებთ.

6. კაკაო

მიირთვით ფინჯანი არომატული სასმელი კვირაში საშუალოდ 2-ჯერ, რათა შეივსოთ ორგანიზმში სასარგებლო ვიტამინებისა და მინერალების მარაგი. გამოიჩინეთ ზომიერება, რადგან კაკაო საკმაოდ მაღალკალორიული პროდუქტია.

7. დაბალცხიმიანი რძე

ის წარმოადგენს კალიუმის, კალციუმის, მაგნიუმისა და სხვადასხვა ვიტამინების ძალიან დიდ ბუნებრივ წყაროს. თუ ჰიპერტონიკი ხართ, აუცილებლად მიირთვით რძე რეგულარულად.

8. მწარე შოკოლადი

ნამდვილი შავი შოკოლადი სწორედ ის პროდუქტია, რომელიც ჯანმრთელობისთვის გჭირდებათ, თუ ჰიპერტონიკი ხართ. ის წარმოადგენს ანტიოქსიდანტების საკმაოდ დიდ ბუნებრივ წყაროს. გამოიჩინეთ ზომიერება, როდესაც შავშოკოლადს მიირთმევთ.

9. ნუში

მონო და პოლიგაუჯერებელი ცხიმოვანი მჟავებით მდიდარი ნუში შეგიმცირებთ ქოლესტერინის დონეს და თავიდან აგარიდებთ წნევის მკვეთრ ცვლილებებს. ეს პროდუქტი წარმოადგენს კალიუმის, მაგნიუმისა და E ვიტამინის საკმაოდ დიდ ბუნებრივ წყაროს.

10. მწვანე ჩაი

ანტიოქსიდანტებით მდიდარი ეს სასმელი შეგიმცირებთ ქოლესტერინის დონეს და თავიდან აგარიდებთ ნაადრევ სიბერეს. მიირთვით ფინჯანი მწვანე ჩაი ყოველდღიურად, თუ ჰიპერტონიკი ხართ.

ამ პროდუქტებს მართლაც ძალიან დადებითი გავლენა აქვს ჩვენს ჯანმრთელობაზე და ორგანიზმზე. დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია გამოგადგებათ. გისურვებთ ჯანმრთელობას!