როგორ ავირიდოთ ნაადრევი სიბერე და ნაოჭების გაღრმავება კვერცხის ნიღაბით

1544

კვერცხი ძალიან სასარგებლო ნატურლური პროდუქტია, რომელიც მდიდარია ცილებით, ვიტამინებითა და მინერალებით. სწორედ მისი ასეთი შემადგენლობის ხარჯზე, ეს იაფი და ხელმისაწვდომი პროდუქტი არაჩვეულებრივია სახის კანის მოსავლელად.

თუ ნაადრევი სიბერის პროფილაქტიკა, ნაოჭების გაღრმავებისა და სხვა კოსმეტიკური დეფექტების თავიდან არიდება გსურთ, გამოიყენეთ კვერცხი მარტივი ინსტრუქციით, რომელსაც დღევანდელ სტატიაში გაგაცნობთ.

რატომ კვერცხი?

  1. კვერცხის ნიღაბი სტიმულირებს დაზიანებული ქსოვილების აღდგენა-რეგენერაციის პროცესს და ამ გზით თავიდან გვარიდებს ნაადრევ სიბერეს.
  2. მისი ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტი, რომელსაც ლუტეინის სახელწოდებით ვიცნობთ, უანრჩუნებს კანს ტენიანობასა და ელასტიურობას.
  3. მკვებავი ნივთიერებები, რომელთაც დიდი რაოდენობით შეიცავს ეს პროდუქტი, აუცილებელია ჩვენი კანის ჯანმრთელობისთვის.
  4. A, B და D ვიტამინების მაღალი შემცველობის ხარჯზე, ის ანადგურებს თავისუფალ რადიკალებს და თავიდან გვარიდებს ნაოჭების გაჩენას.
  5. გამოიყენეთ კვერცხის ნიღაბი რეგულარულად, თუ შავი წერტილების მოშორება, იარებისა და ნაწიბურების შემცირება გსურთ.

როგორ მოვამზადოთ და გამოვიყენოთ კვერცხის ნიღაბი? 

დაგჭირდებათ:

  • 1 კვერცხი
  • 1 ს.კ. ქოქოსის ზეთი
  • ქაღალდის ხელსახოცები

მომზადებისა და გამოყენების წესი:

  1. განაცალკევეთ კვერცხის გული და ცილა.
  2. ცილა ათქვიფეთ ცალკე ჭურჭელში და კოსმეტიკური ფუნჯის გამოყენებით წაისვით სახეზე.
  3. ზემოდან დაიფინეთ ქაღალდის ხელსახოცები, შემდეგ კი წაისვით ცილის კიდევ ერთი ფენა.
  4. როდესაც ცილა გახმება და ხელსახოცები გაქვავდება, მოიშორეთ ის ხელით. კვერცხის ცილის ნარჩენები ჩამოიბანეთ თბილი წყალით.
  5. როდესაც პროცედურის ამ ნაწილს დაამთვარებთ, ათქვიფეთ ერთ ჭურჭელში კვერცხის გული და ქოქოსის ზეთი.
  6. მიღებული მასა წაისვით სახეზე, გაიჩერეთ 10 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ.

თუ ამ პროცედურას კვირაში საშუალოდ 2-ჯერ ჩაიტარებთ, ძალიან მალე სასიამოვნო ცვლილებებს შენიშნავთ: კანი გადაიჭიმება და დაიბრუნებს ტონუს, შემცირდება ნაოჭები და ლაქები, გაგიქრებათ შავი წერტილები და ა.შ.

კვერცხის სასარგებლო გალვენა ჩვენს კანზე ეჭვგარეშეა, რაც დროითა და გამოოცდილებით არის დადასტურებული. გამოიყენეთ ეს საშუალება და პირობას გაძლევთ, მიღებული შედეგებით კმაყოფილი დარჩებით.

დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია გამოგადგებათ. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას!