როგორ გავანადგუროთ სახლში გაჩენილი ობი მარტივი და ხელმისაწვდომი საშუალებით

4248

ობის გაჩენა სახლში წარმოადგენს საფრთხეს ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობისათვის, რადგან სოკოს სპორები, რომელთაგანაც ობი შედგება, სასუნთქი გზების გავლით ჩვენს ორგანიზმში ხვდება და გვიზიანებს ჯანმრთელობას.

თუ გსურთ, გაანადგუროთ ობი, თანაც ისე, რომ ხანგრძლივი დროით თავიდან აირიდოთ მისი კვლავ განვითარება, გამოიყენეთ ხელმისაწვდომი საშუალება, რომელსაც დღევანდელ სტატიაში გაგაცნობთ.

როგორ გავანადგუროთ ობი?

დაგჭირდებათ:

  • ძმარი
  • ნებისმიერი სარეცხი ფხვნილი

ინსტრუქცია:

ორივე ინგრედიენტი შეურიეთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობით. მიღებული პასტისებრი მასა წაუსვით იმ ადგილებში, სადაც ობია გაჩენილი, დააყოვნეთ 10 წუთით და შემდეგ გაწმინდეთ ქსოვილით.

ეს საშუალება არა მხოლოდ გაანადგურებს ობს, არამედ თავიდან აგარიდებთ მომავალში მის გაჩენას. ძმარისა და ფხვნილის ნარევი ანადგურებს მავნე მიკროორგანიზმებს, რომელთაგანაც ობი შედგება.