სახსრებთან დაკავშირებული პრობლემები ჩვენს დროში იშვიათობას ნამდვილად არ წარმოადგენს, რაც ცხოვრების თანამდროვე სტილის შედეგია. მავნე ჩვევები, არაჯანსაღი საკვები, დაბინძურებული საცხოვრებელი გარემო და ფიზიკური აქტივობების დეფიციტი – მცირე ჩამონათვალი იმ ფაქტორებისა, რომლებიც სახსრების დაზიანებას პროვოცირებს.
თუ დისკომფორტისა და ტკივილის შეგრძნება თქვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა, აუცილებლად გამოიყენეთ კომბოსტოს ფოთოლი. ეს არის ბოსტნეული, რომელიც მდიდარია ფოლიუმის მჟავით, მაგნიუმით, კალიუმითა და ორგანიზმის გამართული მუშაობისათვის აუცილებელი სხვა სასარგებლო მკვებავი ნივთიერებებით.
დღევანდელ სტატიაში გასწავლით, თუ როგორ გამოიყენოთ კომბოსტოს კომპრესი, რათა შევიმსუბუქოთ სახსრების ტკივილი, დავამარცხოთ შეშუპება და ჩავახშოთ ანთება.
რა შემთხვევაში და როგორ ვიმკურნალოთ კომბოსტოს კომპრესით?
- ართრიტი და სახსრების ტკივილი. კომპრესი შეგიძლიათ გაიკეთოთ დღეში 5-ჯერ.
- ტკივილი იდაყვების არეში. გაიკეთეთ კომპრესი და დაიტოვეთ მთელი ღამით.
- მასტიტი. დაიფინეთ კომბოსტოს ფოთოლი მკერდზე და ზემოდან გაიკეთეთ ბიუსტჰალტერი.
- ჩაზრდილი ფრჩხილი. გაიკეთეთ კომპრესი და დაიტოვეთ მთელი ღამით.
- შეშუპება. დაიფინეთ კომბოსტოს ფოთოლი პრობლემურ მონაკვეთზე და დაიტოვეთ მთელი ღამით.
- მენსტრუაცია. უსიამოვნო შეგრძნებების შესამსუბუქებლად დაიფინეთ კომბოსტო მუცელზე, დაიფიქსირეთ დოლბანდით და დაიტოვეთ მთელი ღამით.
როგორ დავამარცხოთ სახსრების ტკივილი კომბოსტოთი?
კომბოსტოს მოაჭერით სქელი ადგილი, გადაატარეთ ცომის საბრტყელებელი ან დასრისეთ ჩანგლით, რთა ის დარბილდეს. დაიფინეთ გამზადებული ფოთოლი მტკივან სახსარზე, გადაიხვიეთ დოლბანდი და შეიფუთეთ შალით. კარგი იქნება, თუ კომბოსტოს ფოთოლს თაფლსაც შეაზელთ.
გაუზიარეთ სტატია მეგობრებს, რათა მათაც იცოდნენ სახსრების სამკურნალო ამ საშინაო მეთოდის შესახებ. გისრუვებთ ჯანმრთელობას!