თუ მუცელი გაბერილი გაქვთ და წონას ვერ იკლებთ, დაიწყეთ დილა ამ სასმელით

40304

თუ დიეტების დაცვის მიუხედავად წონას ვერ იკლებთ, ჩვენი დღევანდელი სასმელი ძალიან დაგეხმარებათ. ის ნივთიერებათა ცვლის დაჩქარებისა და სხეულის გაწმენდის ხარჯზე, გააქტიურებს ცხიმის წვისა და წონის კლების პროცესს.

სამწუხაროდ, ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ადამიანს ჭარბი წონა არ აწუხებს, თუმცა მუცელი ზომაზე მეტად აქვს გაბერილი. განსაკუთრებით სასარგებლოა ეს სასმელი სწორედ ამ ადამიანებისთვის.

მაშ ასე, დაგჭირდებათ:

  • 1 მუჭა ოხრახუში
  • 1 ლიმონი
  • 1 ჩაის ჭიქა გაფილტრული წყალი
  • 1 ჩ.კ. ნატურალური თაფლი

მომზადებისა და მიღების წესი:

  1. გაატარეთ ხორცსაკეპში ოხრახუში და ლიმონი.
  2. რამდენიმე ფენად გადაკეცილი დოლბანდით ბოლომდე გამოწურეთ წვენი მიღებული ფაფისებრი მასისგან.
  3. დაამატეთ ის თაფლთან ერთად ერთ ჩაის ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალში და კარგად მოურიეთ
  4. მიირთვის ახლადმომზადებული სასმელი ყოველ დილას, უზმოზე. კურსის ხანგრძლივობა – 5 დღე. კურსებს შორის აუცილებლად შეისვენეთ მინიმუმ 10 დღით.

ეს სასმელი აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, აჩქარებს მეტაბოლიზმს და ააქტიურებს ცხიმის წვის პროცესს.

მოცემული სასმელი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, C, K და E ვიტამინებით, რომლებიც ანეიტრალებს კანცეროგენებს, ახშობს ანთებას და ანადგურებს თავისუფალ რადიკალებს.

თუ მიზნად წონის დაკლება გაქვთ დასახული, აუცილებლად მიიღეთ ეს სასმელი. გარდა ფიგურის კორექტირებისა, ის გაგიუმჯობესებთ ზოგად ჯანმრთელობას.