აბუსალათინის ზეთი და საჭმელი სოდა – არაჩვეულებრივი მკურნალი მთელი სხეულისთვის

769

აბუსალათინის ზეთისა და საჭმელი სოდის სასარგებლო თვისებების შესახებ ყველას არაერთხელ გვსმენია. ძალზედ დიდი ყურადღება ეთმობოდა ძველ ეგვიპტურ მედიცინაში ამ ზეთს, რადგან მას გააჩნია სხეულის გაწმენდის უნარი და აქვს დადებითი გავლენა ორგანიზმში მიმდინარე არაერთ პროცესზე.

ხშირად გამოიყენებოდა ეს პროდუქტი კოსმეტოლოგიური ხაზითაც, სილამაზისა და კარგი გარეგნობის შენარჩუნებისთვის. ეფექტურია აბუსალათინის ზეთი სახსრებში განცდილი დისკომფორტისა და ტკივილის შესამსუბუქებლადაც.

რაში გვეხმარება აბუსალათინის ზეთისა და საჭმელი სოდის ნარევი?

  • საგრძნობლად გვიმსუბუქებს მდგომარეობას ვარიკოზის დროს;
  • აღიავებს კანზე გაჩენილს პიგმენტურ, მუქ ლაქებს;
  • ამცირებს სტრიებს;
  • აჩქარებს ჭრილობების შეხორცების პროცესს და სწრაფად ამცირებს სილურჯეს;
  • თუ დაიმუშავებთ თავის კანს ამ ნარევით, დააჩქარებთ თმის ზრდის პროცესს.
  • ნარევს ამატებენ ნახევარ ჩაის ჭიქა წყალში 3 წვეთის ოდენობით და სვამენ, რათა ალერგიებმა აღარ იჩინოს თავი და ორგანიზმი გახდეს უფრო მდგრადი ალერგენების მიმართ;
  • დაიმასაჟეთ კისერი ამ ნარევით, რათა შეამციროთ კვანძები;
  • სხეულიდან ნიკოტინის გამოდევნის პროცესი რომ დააჩქაროთ, მიიღეთ ის 2 წვეთის ოდენობით წყალთან ერთად;
  • დაიმასაჟეთ მუცელი ამ ნაზავით, რათა სწრაფად გათავისუფლდეთ დიაერისგან;
  • თუ მას შინაგანად რამდენიმე წვეთის ოდენობით მიიღებთ, დაგეხმარებათ ალკოჰოლიზმის დაძლევაში;
  • დაიმასაჟეთ ფეხისგულები აბუსალათინის ზეთისა და სოდის ნარევით, რათა კოჟრები და გარქოვანებული კანი სწრაფადვე მოიშოროთ;
  • შეიზილეთ ის წელის არეში, თუ ტკივილი და დისკომფორტი გაწუხებთ;
  • ნარევი ეფექტურია სოკოვანი ინფექციის წინააღმდეგ საბრძოლველადაც;
  • მეჭეჭები სწრაფადვე შემცირდება და საერთოდ გაქრება, თუ რეგულარულად კანის შესაბამის მონაკვეთს ამ ნარევით დაიმუშავებთ;
  • მისი შინაგანად რამდენიმე წვეთის ოდენობით მიღება გაგათვისუფლებთ ხვრინვისგან;
  • თუ მწერმა გიკბინათ, დაიმუშავეთ კანი ნარევით, რათა გაღიზიანება სწრაფადვე ჩაახშოთ.

როგორ გამოვიყენოთ ეს საშუალება სახსრების ტკივილის დასამარცხებლად?

გაიწმინდეთ კანის შესაბამისი მონაკვეთი სოდისა და წყლის ნარევით. რბილი ქსოვილი დაასველეთ აბუსალათინის ზეთით და დაიფინეთ მტკივან სახსარზე, ზემოდან აუცილებლად გადაიხვიეთ ფოლგა. 1 საათის გასვლის შემდეგ ჩამოიბანეთ კანი.

ჩაიტარეთ პროცედურა ყოველდღიურად. კურსის ხანგრძლივობა – 40 დღე. ამ დროში სასიამოვნო ცვლილებებს აუცილებლად შენიშნავთ.