ღვიძლი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოა, რომელიც პასუხისმგებელია ჩვენს სხეულში არაერთი ბიოქიმიური პროცესის წარმართვაზე.
ცხოვრების თანამედროვე სტილიდან გამომდინარე, ჩვენი ღვიძლი ყოველდღიურად განიცდის უდიდეს დატვირთვას, ის განუწყვეტლივ რეჟიმში ფილტრავს ტოქსინებს.
მოწევა, ალკოჰოლზე დამოკიდებულება, დაბინძურებული ჰაერი და წყალი, არაჯანსაღი საკვები – მცირე ჩამონათვალი იმ ფაქტორებისა, რომლებიც ღვიძლის მუშაობის შეფერხებას განაპირობებს.
იმისათვის, რომ თავიდან აირიდოთ სერიოზული გართულებები, აუცილებლად უნდა იზრუნოთ ამ ორგანოს რეგულარულად გაწმენდაზე, რაშიც ჩვენს დღევანდელ სტატიაში წარმოდგენილი მარტივი და ხელმისაწვდომი საშუალება დაგეხმარებათ.
გარდა ღვიძლის დეტოქსიკაციისა, ამ ნატურალურ საშუალებას ახასიათებს მსუბუქი საფაღარათო ეფექტი, რის ხარჯზეც ის დაგეხმარებათ ნაწლავების გაწმენდაში.
წყალი და ქიშმიში – კომბინაცია, რომელსაც ძალიან დადებით გავლენა აქვს ჩვენს ორგანიზმზე, უფრო კონკრეტულად კი:
- დაგეხმარებათ ყაბზობის დამარცხებაში. ქიშმიში შიცავს დიდი რაოდენობით ხსნად უჯრედისს, რომელიც სტიმულირებს ნაწლავის პერისტალტიკას და აუმჯობესებს საჭლის მონელების პროცესს.
- წმენდს ორგანიზმს და გამოდევნის ტოქსინებს, რადგან წყლისა და ქიშმიშის დუეტი სტიმულირებს ღვიძლის მუშაობას.
- ამცირებს ორგანიზმში ცუდი ქოლესტერინის დონეს, რაც სასარგებლოდ ისახება გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობაზე.
- ამცირებს ტრიგლიცერიდების დონეს.
როგორ გამოვიყენოთ ეს საშუალება?
დაგჭირდებათ:
- სამი ჩაის ჭიქა წყალი
- ერთი ჩაის ჭიქა ნატურალური ქიშმიში
მომზადებისა და მიღების წესი:
- აადუღეთ წყალი და დაუმატეთ კარგად გარეცხილი ქიშმიში. ხარშეთ 2 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი მოაშორეთ ცეცხლს.
- ჭურჭელს დააფარეთ თავსახური და დააყოვნეთ მთელი ღამით.
- მეორე დილას კარგად გადაურიეთ და მიირთით ნახარში ერთი ჩის ჭიქის ოდენობით, პლუს ამოჭამეთ რამდენიმე მარცვალი.
- დარჩენილი მასა შეინახეთ მაცივარში.
მიიღეთ ეს სასმელი ყოველდღიურად 1 კვირის განმავლობაში უზმოზე, რათა იგრძნოთ სასიამოვნო ცვლილებები. ეს ულუფა გეყოფათ 3-4 დღე, შემდეგ კი მოამზადეთ ახალი ნახარში.