სუფთა კანი ნაოჭების, ნაწიბურების, გამონაყარისა და ფორების გარეშე. 4 ეფექტური, მრავალჯერ გამოცდილი საშინაო რეცეპტი

5849

იმისათვის, რომ გქონდეთ სუფთა და გლუვი სახის კანი საჭიროა,   სწორად შეარჩიოთ კანის მოვლის საშუალებები, რეგულარულად გაიკეთოთ ბუნებრივი ინგრედიენტებით მომზადებული მკვებავი ნიღბები. გარდა ამისა, აუცილებელია დაბალანსებული კვება, ძილი. გაითვალისწინეთ, რომ ზომიერი ფიზიკური აქტივობა, სუფთა ჰაერი და დადებითი ემოციები მნიშვნელოვნად მოქმედებს სხეულისა და კანის მდგომარეობაზე.

შემოგთავაზებთ ბუნებრივი ინგრედიენტებით მომზადებული ბიუჯეტური ნიღბების რეცეპტებს. ნიღბები კვებავს და ათანაბრებს კანის ტონს, ამკვრივებს კანს და ანიჭებს ელასტიურობას.

1. კარტოფილისა და ლიმონის ნიღაბი

მკვებავი ნიღბის მოსაზმადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • კარტოფილი 1 ცალი
  • ნახევარი ლიმონის წვენი

მომზადებისა და გამოყენების წესები:

კარტოფილი გახეხეთ წმინდა სახეხზე და შეურიეთ ნახევარი ლიმონის წვენი. ნიღაბი წრიული მოძრაობებით წაისვით წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და გაიჩერეთ 20 წუთი. ნარჩენები ჩამოიბანეთ ოთახის ტემპერატურის წყლით.

ლიმონის წვენის ბაზაზე მომზადებული ნიღბები აუცილებლად გაიკეთეთ საღამოს ან მოერიდეთ მზეზე გასვლას.

2. კარტოფილისა და კიტრის მკვებავი და დამატენიანებელი ნიღაბი

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • საშუალო ზომის კარტოფილი 1 ცალი
  • საშუალო ზომის კიტრი ნახევარი

მომზადებისა და გამოყენების წესები:

კარტოფილი გათალეთ, დაჭერით, დაამატეთ საშუალო ზომის ნაჭრებად დაჭრილი კიტრი და დააბლენდერეთ.

მომზადებული მასა წრიული მოძრაობებით შეიზილეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და გაიჩერეთ 25 წუთი. ნარჩენები ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

3. მკვებავი ნიღაბი

ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ბანანი 1 ცალი
  • რძე 1 ჩ. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მწიფე ბანანი დაჭყლიტეთ ჩანგლით და შეურიეთ თბილი რძე. ურევთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ნიღაბი სქელ ფენად  წაისვით წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და გაიჩერეთ 25 წუთი. ნარჩენები ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

4. შვრიითა და ვაშლით მომზადებული მკვებავი ნიღაბი

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • შვრიის ფანტელი 10 გრ
  • ნახევარი ვაშლი
  • წყალი (ადუღებული) 20 მლ
  • რძე 5 მლ

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. შვრიას დაასხით მდუღარე და გააჩერეთ 5 წუთი.
  2. ნახევარი ვაშლი გათალეთ, დაჭერით, დაამატეთ შვრიის ფაფა, რძე და დააბლენდერეთ.

ნიღაბი წაისვით წინასწარ გაწმენდილ კანზე და გაიჩერეთ 20 წუთი. ნარჩენები ჩამოიბანეთ თბილი წყლით ან რძით.