
შემოგთავაზებთ სერბული ნაციონალური დესერტის რეცეპტს, რომელსაც სერბები თითქმის ყოველ კვირას ამზადებენ. ბისკვიტები გამოდის ნაზი, უგემრიელესი და სველი.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- შაქარი 6 ს. კ.
- მანანი 4 ს. კ.
- უმაღლესი ხარისხის ფქვილი 4 ს. კ.
- კვერცხი 6 ცალი
- ვანილი
- გამაფხვიერებელი ნახევარი ჩ. კ.
- რძე 1 ჩ. ჭ.
- შაქარი 3 ს. კ.
მომზადების წესი:
- კვერცხის ცილა და გული გამოყავით ერთმანეთისგან. ცილას დაამატეთ მწიკვი ლიმონმჟავა და ათქვიფეთ მიქსერის მაქსიმალურ სიჩქარეზე. თითო-თითო კოვზობით შეათქვიფეთ შაქარი.
- შემდეგ სათითაოდ შეათქვიფეთ კვერცხის გულები. თქვეფთ მიქსერის მაქსიმალურ სიჩქარეზე.
- ნაწილ-ნაწილ დაამატეთ გამაფხვიერებელი, მანანი, ფქვილი, ვანილი და ნაზად ურევთ კოვზით.
- დაგჭირდებათ 28-34 სმ დიამეტრის ღრმა საცხობი ფორმა. ფორმას წაუსვით ცხიმი, მოაყარეთ ფქვილი და მომზადებული ცომი თანაბრად გაანაწილეთ.
- ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 20-25 წუთი.
- მზა ბისკვიტი ფორმიდან არ ამოიღეთ.
- ცხელ რძეს დაამატეთ 3 ს. კ. შაქარი, მწიკვი ვანილი და აურიეთ. გაგრილებული ბისკვიტი დაჭერით ნაჭრებად (ფორმიდან არ ამოიღოთ) და მოასხით ტკბილი, ცხელი რძე.
მოამზადეთ სერბული ნაციონალური ფუმფულა, ნაზი, სველი, უგემრიელესი დესერტი და ისიამოვნეთ!