რეგულარულად ვზრუნავთ სახის კანზე და გვავიწყდება ხელების მოვლა. ხელები კი პირველი გასცემს ჩვენს ასაკს. შემოგთავაზებთ ბუნებრივი ინგრედიენტების ბაზაზე მომზადებული ნიღბების რეცეპტებს. ისინი შეუცვლელია ხელის კანისთვის.
რეცეპტი N1 – კრაზანას ნიღაბი
კარაზანას გამომშრალი და დაღერღილი ან ნედლი ყვავილები ჩაყარეთ ნახევარლიტრიან ქილაში ან ბოთლში (გაავსეთ ბოთლის მესამედი). შემდეგ დაასხით ზეითუნის ზეთი ან თქვენთვის ხელმისაწვდომი ნებისმიერი ზეთი. ქილა გაავსეთ ზეთით. დაახურეთ ხუფი და დადეთ მაცივრის ქვედა თაროზე. 1 თვის შემდეგ ნაყენი მზად იქნება. ყოველ საღამოს, დაძინებამდე ნახევარი საათით ადრე, ნაყენი კარგად შეიზილეთ ხელებზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ მთელი ღამე.
ზეთზე დაყენებული კრაზანას ნაყენი დაგირბილებთ ხელების გაუხეშებულ კანს, კურნავს ნებისმიერ ნაკაწრს, იარას, ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს.
რეცეპტი N2 – ხელის კანის გამაახალგაზრდავებელი ლოსიონი
ლოსიონის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- გვირილა (ხმელი) 1 ს. კ.
- გულყვითელა (ხმელი) 1 ს. კ.
- ცხელი წყალი 100 მლ
- გლიცერინი 1 ს. კ.
მომზადების წესი:
სამკურნალო მცენარეებს დაასხით ადუღებული წყალი, მოურიეთ, დაახურეთ ლამბაქი და გააჩერეთ 20-30 წუთი. ნაყენი გადაწურეთ და შეურიეთ გლიცერინი. მომზადებული მასა გადაიტანეთ მინის ჭურჭელში და დღეში 2-3-ჯერ წაისვით ხელებზე.
რეცეპტი N3 – ხელის ნიღაბი
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 1 ცალი კვერცხის გული
- თაფლი 1 ს. კ.
- შვრიის ფქვილი 1 ჩ. კ.
მომზადებისა და მოხმარების წესები:
მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და მომზადებული მასა სქელ ფენად წაისვით ხელებზე. შემდეგ ჩაიცვით ბამბის სპეციალური ხელთათმანი ან შემოიხვიეთ ბამბის ქსოვილი და გაიჩერეთ 20 წუთი. დაიბანეთ და წაისვით მკვებავი საცხი.
გისურვებთ ჯანმრთელობას!