ბანანი და ლუდი – როგორ ვებრძოლოთ თმის შეთხელებას ამ ორი ხელმისაწვდომი პროდუქტით

956

თმის ცვენა საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, რომლის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ნებისმიერი ადამიანი, განურჩევლად სქესისა და ასაკისა. საბედნიეროდ, უამრავი ბუნებრივი პროდუქტი არსებობს, რომელთაც აქვს თმის ცვენის საწინააღმდეგო ეფექტი, კვებავს და აძლიერებს თმის ძირებს, მატებს თმას მოცულობას და ხელს უწყობს თმის ზრდას.

შემოგთავაზებთ თმის ცვენის საწინააღმდეგო ხელნაკეთი ნიღბის რეცეპტს, რომელიც ხელს უწყობს თმის ზრდას, მატებს თმას მოცულობას. ნიღბის შემადგენლობაში შემავალი ყველა ინგრედიენტი ბუნებრივია და არ აღენიშნება უარყოფითი გვერდითი მოვლენები.

სამკურნალო ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ნახევარი ბანანი
  • ნახევარი ჭიქა ლუდი
  • 1-2 ს. კ. თაფლი
  • 1 ცალი კვერცხის გული

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოცემული ინგრედიენტები დააბლენდერეთ. მიღებული ერთგვაროვანი მასა კარგად შეიზილეთ თმის ძირებზე და თანაბრად გაინაწილეთ მთელ სიგრძეზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ 1-2 საათი. თუ იგრძნობთ წვას, არ ინერვიულოთ, ეს ნიშნავს, რომ წამალი მოქმედებს.

ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში ერთხელ.