შემოგთავაზებთ მზისგან დამცავი ხელნაკეთი საცხის რეცეპტს. მზისგან დამცავი კრემი ატენიანებს კანს და იცავს მზის მავნე ზემოქმედებისგან.
მოცემული საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ თუთიის ოქსიდი. თუთიის ოქსიდი კოსმეტოლოგიურ სამყაროში ნამდვილი საგანძურია. უებარ პროდუქტს მრავალი სარგებელი მოაქვს კანისთვის.
თუთიის ოქსიდის შიის კარაქთან, ქოქოსის ზეთთან და ფუტკრის ცვილთან კომბინაციით მიიღებთ მზისგან დამცავ ეფექტურ ნაზავს.
საცხის მოსამზადებლად არ გამოიყენოთ ციტრუსის (მანდარინის, ლიმონის, ბერგამოტის) ზეთები!
საცხის მომზადების დროს აუცილებლად გაიკეთეთ ნიღაბი, დაიფარეთ ცხვირ-პირი და მოერიდეთ თუთიის ოქსიდის შესუნთქვას!
საცხის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ქოქოსის ზეთი ნახევარი ჩ. ჭ.
- შიის კარაქი მეოთხედი ჩ. ჭ.
- თუთიის ოქსიდი 2 ს. კ.
- ფუტკრის ცვილი 1 ს. კ.
- ლავანდის ან ვანილის ეთერზეთი 10 წვეთი
მომზადებისა და გამოყენების წესები:
ქოქოსის ზეთი შეათბეთ ორთქლის აბაზანაზე, დაამატეთ შიის კარაქი, ცვილი და ურევთ ცვილის გადნობამდე. შემდეგ შეურიეთ თუთიის ოქსიდი. გადმოდგით ორთქლის აბაზანიდან და დაამატეთ ეთერზეთი. ურევთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
ნაზავი გადაიტანეთ მინის პატარა ქილაში და გააჩერეთ 2 საათი. გაგრილებული მასა თანდათან გასქელდება და მზისგან დამცავი კრემი მზად არის. აუცილებლად შეინახეთ მშრალ გრილ ადგილას.