ხნა ბიუჯეტური, უსაფრთხო და სასარგებლო ბუნებრივი საღებავია. ხნა შეგიძლიათ გამოიყენოთ თმის შესაღებად და სამკურნალოდ. ბუნებრივი საღებავი ამაგრებს თმის ძირებს, აჩერებს ცვენას და მატებს თმას მოცულობას.
თუ თმის შეღებვა არ გსურთ, ნიღბის მოსამზადებლად გამოიყენეთ უფერო ხნა. უფერო ხნას იყენებთ სახის ნიღბებისთვის. ის არ ტოვებს კვალს კანსა და თმაზე, მაგრამ საგრძნობლად აუმჯობესებს მათ მდგომარეობას.
თმის ნიღაბი
ხნის ნიღბების მომზადების უამრავი სხვადასხვა გზა არსებობს.
შემოგთავაზებთ ყველაზე მარტივ მეთოდს. უფერო ხნას (რაოდენობა განსაზღვრეთ თქვენი თმის სიგრძისაა და მოცულობის მიხედვით) დაასხით ცოტა თბილი წყალი. უნდა მიიღოთ სქელი არაჟნის სისქის მასა. ნიღაბი წაისვით თმის ძირებზე, შემდეგ გაინაწილეთ თმის მთელ სიგრძეზე და შემოიხვიეთ ცელოფანი. სამოქმედოდ დაიტოვეთ 40 წუთი და შემდეგ დაიბანეთ.
თუ თმის შეღებვა გსურთ, ამზადებთ ნიღაბს თქვენთვის სასურველი ხნით.
გაითვალისწინეთ, თუ მშრალი თმა გაქვთ, ხნის ნიღაბს აუცილებლად დაამატეთ 1 კვერცხი გული და ცოტა ჟოჟობას ან ქოქოსის, ან მაკადამიას ზეთი.
ხნის ბაზაზე მომზადებული ნიღაბი აცოცხლებს თმას, აფერხებს ცვენას, ანიჭებს ბუნებრივ მბზინვარებას. პროცედურის დასრულებისთანავე იგრძნობთ შედეგს. მე-3 პროცედურის შემდეგ თმის ცვენა საგრძნობლად მცირდება.
სახის ნიღაბი
ხნის ბაზაზე მომზადებული ნიღაბი ათანაბრებს კანის ტონს, წმენდს კანს, აშორებს მკვდარ უჯრედებს და არბილებს კანს. პირველივე პროცედურის შემდეგ კანი ბრწყინავს.
ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ უფერო ხნა, დაამატეთ ცოტა თბილი წყალი და ავოკადოს ან ნუშის ზეთი. გირჩევთ, გამოიყენოთ ისეთი ზეთი, რომელიც არ ახშობს ფორებს.
სახე ტონიკით გაიწმინდეთ და შემდეგ წაისვით ხნის ნიღაბი. გაიჩერეთ 10-15 წუთი. ნარჩენები ჩამოიბანეთ თბილი წყლით. აუცილებლად წაისვით დღის საცხი. ის ამშვიდებს და ატენიანებს კანს.
ყოველ ჯერზე მოამზადეთ ახალ-ახალი ნიღაბი.