ოთახის მცენარეებისთვის ჭარხლის ნახარში უებარი საშუალებაა. ეს მეტად სასარგებლო ბოსტნეული დიდი რაოდენობით შეიცავს კალიუმს, ფტორს, კალციუმს, ფოსფორსა და მანგანუმს. ჭარხალი ხარშვის დროს გამოყოფს ვიტამინებსა და მინერალებს. მოხარშეთ ჭარხალი და გემრიელად მიირთვით, საკვები პროდუქტებით მდიდარი ნახარში კი არ გადაღვაროთ. ის ოთახის მცენარეებისთვის ბუნებრივი სასუქია.
მოხარშეთ 2-3 თავი საშუალო ზომის ჭარხალი და გემრიელად მიირთვით. 500 მლ ნახარში გააზავეთ 500 მლ ოთახის ტემპერატურის წყალში (შეგიძლიათ მოამზადოთ თქვენთვის სასურველი რაოდენობის) და ამ ნარევით კვირაში ერთხელ მორწყეთ თქვენი ყვავილები. ყოველ ჯერზე გამოიყენეთ ახალ-ახალი ნახარში.
ჭარხლის ნახარში შეგიძლიათ გამოიყენოთ წელიწადის ნეისმიერ დროს. თქვენი მცენარეები მზის ნაკლებობას განიცდიან ზამთარში და ამ დროს ყველაზე მეტად სჭირდებათ თქვენი დახმარება. მიაწოდეთ ბუნებრივი სასუქი და გააცოცხლეთ, გაახალისეთ ისინი.
გამოიყენეთ უმარტივესი საშუალებები და დარწმუნდით, რომ ისინი კომერციულ სასუქებს არ ჩამოუვარდებიან!