თეთრი ნივთების დელიკატური რეცხვის მარტივი და ეფექტური გზა. გაყვითლებული თეთრეული გადაყრა საჭირო აღარ არის!

13038

თეთრი საცვლები ვერ უძლებს მაღალ ტემპერატურაზე რეცხვას, გამოხარშვას, ცხელ წყალში ჩალბობას. არ შეიძლება ძლიერი მათეთრებელი კომპონენტების გამოყენება.

შემოგთავაზებთ მათეთრებელი ხსნარის რეცეპტს, რომლის საშუალებით შეძლებთ თქვენი საცვლების დელიკატურად  გაქათქათებას.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • საკვები ან კაუსტიკური სოდა 2 ს. კ.
  • წყალბადის ზეჟანგი (3%-იანი) 2 ს. კ.

მომზადების წესი:

30 გრადუსი ტემპერატურის თბილ წყალში, დაახლოებით 2 ლ, გახსენით სოდა,  შეურიეთ წყალბადის ზეჟანგი და მომზადებულ ხსნარში ჩაალბეთ თეთრი საცვლები. გააჩერეთ 5-6 საათი ან დატოვეთ მთელი ღამე. მეორე დღეს გაავლეთ და გააშრეთ.

თქვენი თეთრი საცვლები იქნება თოვლივით თეთრი და იდეალურად სუფთა!