
კვერცხი არის ერთ-ერთი ცილოვანი საკვები, რომელიც ორგანიზმს უზრუნველყოფს ჯანსაღი ცხიმებით. გარდა ამისა, კვერცხი შეიცავს B5, B12, A, D, E_ვიტამინებს, სელინს, რკინას, იოდს, ფოლიუმის მჟავას, ქოლინს.
კვერცხი აქტიურად გამოიყენება კოსმეტოლოგიური თვალსაზრისით და იძლევა შესანიშნავ ეფექტს თმის სილამაზისა და სიძლიერის შესანარჩუნებლად.
გარემო ფაქტორები, თმის საღებავების შემადგენლობაში შემავალი ქიმიური პროდუქტები, თმის საშრობების ხშირი გამოყენება, გასწორება უარყოფითად მოქმედებს თმაზე. თმა ზიანდება, შრება, ხდება მტრევადი და ა. შ.
მნიშვნელოვანია მკურნალობისა და თმის მოვლის სწორი მეთოდის შერჩევა, რომელიც ნამდვილად გააუმჯობესებს თმის მდგომარეობასა და ხარისხს. ერთ-ერთ საუკეთესო პროდუქტად მიჩნეულია კვერცხი.
პროტეინებითა და სასარგებლო ცხიმებით მდიდარი კვერცხი კვებავს თმს, თავის ქალას. თმის ფოლიკულები იწყებს აქტიურ მუშაობას, ასწრაფებს ზრდას. თმა ხდება ჯანსაღი და მბზინვარე.
კვერცხის გამოყენების წესები:
დაიმახსოვრეთ, მთლიანი კვერცხი უნდა გამოიყენოთ ნორმალური თმისთვის, გული შეესაბამება მშრალ თმას, ხოლო ცილა_ცხიმიანს. გარდა ამისა, ცილის ბაზაზე მომზადებული ნიღაბი გამოიყენეთ 2 კვირაში ერთხელ, ხოლო დანარჩენი_თვეში ერთხელ. შეცვალეთ ნიღბის შემადგენლობა თმის ტიპის მიხედვით და გამოიყენეთ კვერცხის ის ნაწილი, რომელიც თქვენს ტიპს შეეფერება.
ნიღაბი წაისვით თმაზე ზომიერად, არ გადააჭარბოთ. სამოქმედოდ დაიტოვეთ 20-30 წუთი და საკვებ ნივთიერებებს მიეცით საშუალება, შეაღწიოს თმის ძირებში. შემდეგ თმა ჩვეულებრივი წესის მიხედვით დაიბანეთ.
შემოგთავაზებთ კვერცხის ბაზაზე მომზადებული ნიღბების რეცეპტებს. აირჩიეთ თქვენი თმის სპეციფიკიდან და მასთან დაკავშირებული პრობლემებიდან გამომდინარე.
ნიღაბი მშრალი თმისთვის
მკვებავი და დამატენიანებელი ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 1 ცალი კვერცხის გული
- ზეითუნის ზეთი 1 ჩ. კ.
- მაიონეზი 2 ჩ. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
კვერცხის გული ათქვიფეთ, დაამატეთ დანარჩენი ინგრედიენტები და ურევთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
ნიღაბი წაისვით თავის კანზე, გაინაწილეთ მთელ სიგრძეზე და გაიჩერეთ 20-30 წუთი. შემდეგ თმა ჩვეულებრივი წესის მიხედვით დაიბანეთ.
თმის დამარბილებელი ნიღაბი
ნიღაბი არბილებს თმას და ხდის დამყოლს.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 2 ცალი დიდი მარწყვი
- ნატურალური იოგურტი 100 მლ
- თაფლი 2 ჩ. კ.
- 2 ცალი კვერცხის ცილა
მომზადებისა და გამოყენების წესები:
მარწყვი გახეხეთ, დაამატეთ დანარჩენი ინგრედიენტები და აურიეთ. უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.
ნიღაბი წრიული მოძრაობებით შეიზილეთ თავის კანზე და გაინაწილეთ თმის მთელ სიგრძეზე. გაიჩერეთ 30 წუთი. ნიღაბი ჩამოიბანეთ გრილი წყლით და შემდეგ თმა დაიბანეთ ჩვეულებრვი წესის მიხედვით.
ნიღაბი სუსტი და მტვრევადი თმისთვის
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- კვერცხი 1 ცალი
- ზეითუნის ზეთი 1 ჩ. კ.
- თაფლი 2 ჩ. კ.
ინსტრუქცია:
კვერცხი (მთლიანად) ათქვიფეთ, დაამატეთ ზეითუნის ზეთი, თაფლი.
ნიღაბი წრიული მოძრაობებით შეიზილეთ თავის კანზე. გაიკეთეთ მასაჟი და გაიჩერეთ 30 წუთი. თმა ჯერ გრილი წყლით ჩამოიბანეთ, ხოლო შემდეგ ჩვეულებრივი წესის მიხედვით დაიბანეთ. გამოიყენეთ დამარბილებელი შამპუნი.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ნიღაბი აირჩიეთ თქვენი თმის სპეციფიკიდან, მასთან დაკავშირებული პრობლემებიდან გამომდინარე და გამოიყენეთ კვერცხის ის ნაწილი, რომელიც თქვენს თმას შეეფერება. ბიუჯეტური პროდუქი კვებავს თმას, აღადგენს, აუმჯობესებს თმის ხარისხსა და მდგომარეობას, ანიჭებს ბუნებრივ მზინვარებას, არბილებს, აძლიერებს სუსტ და მტვრევად თმას, მატებს მოცულობას.