დამეთანხმებით, რომ თეთრი ფეხსაცმლის, განსაკუთრებით სპორტული ფეხსაცმლის, მოვლა რთულია. ძალიან ლამაზი, პოპულარული და კომფორტულია ქსოვილის მსუბუქი, თეთრი ქათქათა კედები და ბოტასები, მაგრამ მათთვის სითეთრის შესანარჩუნებლად საკმაოდ დიდი ძალისხმევაა საჭირო.
გაგიზიარებთ მეთოდს, რომლის საშუალებით შეძლებთ თეთრი სპორტული ფეხსაცმლის გათეთრებას, მაგრამ დაგჭირდებათ დრო და მოთმინება.
პირველ რიგში, მოამზადეთ საჭირო ინგრედიენტები:
- კბილის პასტა (თქვენთვის ხელმისაწვდომი)
- ლაქების საწინააღმდეგო ფხვნილი
- მათეთრებელი ქლორით
- ჯაგრისი
ინსტრუქცია:
- თასში ჩაასხით თბილი წყალი და დაამატეთ ფხვნილი.
- ფეხსაცმელს მოხსენით თასმები და ჩაალბეთ წყალში. გააჩერეთ რამდენიმე წუთი.
- ფეხსაცმლის ზედაპირი და ძირები გახეხეთ კბილის პასტითა და ჯაგრისით.
- შემდეგ ფეხსაცმელზე დაიტანეთ ლაქების ამომყვანი ფხვნილი. კიდევ ერთხელ გახეხეთ ჯაგრისით და გაავლეთ გამდინარე წყალში.
- თასში ჩაასხით ცხელი წყალი, დაამატეთ ცოტა ფხვნილი, ქლორილებული მათეთრებელი, აურიეთ, ჩაალბეთ ფეხსაცმელი და თასმები. გააჩერეთ 5-6 საათი.
- მითითებული დროის გასვლის შემდეგ ფეხსაცმელი ამოიღეთ, დაწრიტეთ, ჩადეთ სპეციალურ ტომარაში და შედეთ მანქანაში. სარეცხი მანქანა ჩართეთ გავლების რეჟიმზე.
- გააშრეთ ჩრდილში.
როგორც ხედავთ, სასურველი შედეგის მისაღებად გჭირდებათ დრო, მაგრამ შედეგით აუცილებლად დარჩებით კმაყოფილი.