ხელნაკეთი მალამო ბებიის რეცეპტის მიხედვით, რომელსაც ჩირქი ჭრილობებიდან და წყლულებიდან უმტკივნეულოდ ამოჰყავს

1365

შემოგთავაზებთ ბუნებრივი ინგრედიენტებით მომზადებული სასწაულმოქმედი შინაური წამლის რეცეპტს, რომლის საშუალებით სწრაფად და ეფექტურად შეძლებთ ჩირქოვანი ჭრილობების, წყლულებისა და ფურუნკულებისგან (ძირმაგარა) განკურნებას.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • თაფლი 1 ს. კ.
  • ფქვილი 1 ს. კ.
  • 1 ცალი კვერცხის გული

მომზადების წესი:

მოცემული ინგრედიენტები კარგად აურიეთ. უნდა მიიღოთ ერთგვარი მასა. გადაიტანეთ მინის პატარა ქილაში და შედეთ მაცივარში.

გამოყენების წესები:

აიღეთ სათანადო ზომის მიტკლის ქსოვილი და თხელ ფენად გადაუსვით ხელნაკეთი წამალი. შემდეგ დაიდეთ დაზიანებულ ადგილზე და შეიხვიეთ. საფენი გამოიცვალეთ ყოველ 3 საათში ერთხელ. შეგიძლიათ დაიტოვოთ მთელი ღამე. ჩირქისგან გათავისუფლდებით უმტკივნეულოდ და გაღიზიანების გარეშე.

გისურვებთ ჯანმრთელობას!