რაც ამ სუპის რეგულარულად მირთევა დავიწყე, შაქარი მწყობრში მაქვს, წონა კი საგრძნობლად შემიმცირდა

46973

შემოგთავაზებთ დაბალკალორიული, დიეტური, ძალიან გემრიელი და სასარგებლო სუპის რეცეპტს. ოსპის წვნიანი ასწრაფებს მეტაბოლიზმს და არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს.

წვნიანის შემადგენლობაში შემავალი ყველა ინგრედიენტი არის დაბალკალორიული, უჯრედისით მდიდარი, რომელიც ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სწორად ფუნქციონირებას. ოსპი მცენარეული ცილისა და B ჯგუფის ვიტამინების ბუნებრივი წყაროა.

ოსპის სუპის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 3 ცალი დიდი სტაფილო
  • 1 ცალი დიდი ვაშლი
  • ნახევარი ჭიქა ოსპი
  • 1 თავი ხახვი
  • ნედლი ჯანჯაფილი (გახეხილი) ნახევარი ჩ. კ.
  • შავი პილპილი (დაფქული) ნახევარი ჩ. კ.
  • ძირა ნახევარი ჩ. კ.
  • ბოსტნეულის ნახარში ან წყალი 4 ჭიქა
  • პაპრიკა ნახევარი ჩ. კ.
  • მარილი 1 ჩ. კ.
  • ზეთი
  • უცხიმო არაჟანი ან იოგურტი (დანამატების გარეშე)

მომზადების წესი:

  1. სტაფილო გაასუფთავეთ და დაჭერით წვრილად. ვაშლი გათალეთ და დაჭერით. ხახვი დაჭერით წვრილად.
  2. სქელძირიან ქვაბში ჩაასხით ზეთი, ჩაყარეთ დამუშავებული ბოსტნეული და დაბალ ცეცხლზე თუშეთ 10 წუთი.
  3. დაამატეთ ოსპი, ყველა სანელებელი, დაასხით ბოსტნეულის ნახარში ან წყალი და ადუღეთ 30 წუთი.
  4. წვნიანი გადმოდგით ცეცხლიდან და ოდნავ გააგრილეთ.
  5. შემდეგ დააბლენდერეთ, კვლავ დადგით დაბალ ცეცხლზე და აადუღეთ. თუ საჭიროა დაამატეთ ბოსტნეულის ნახარში ან წყალი.

თუ გსურთ, დაამატეთ არაჟანი ან იოგურტი და გემრიელად მიირთვით.

მიირთვით ოსპის წვნიანი, მოიშორეთ ზედმეტი კილოგრამები და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე!