
გთავაზობთ უმარტივესად მოსამზადებელი და მაქსიმალურად ეფექტური სასუქის რეცეპტს ორქიდეასთვის. ორქიდეა თქვენს თვალწინ გარდაიქმნება, ცოცხლდება, წარმოქმნის ახალ ყვავილოვან ღეროებსა და წვნიან ფესვებს.
სასუქის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- 2 ცალი ბანანის ქერქი
- 2 ცალი კვერცხის ნაჭუჭი
- წყალი 1 ლ
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- ბანანის ქერქი დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად და ჩაყარეთ ქვაბში.
2. კვერცხი გატეხვამდე გარეცხეთ. გატეხეთ, ნაჭუჭს ამოაცალეთ თხელი აპკი, დაფშვენით და დამატეთ ბანანის ქერქს.
3. შემდეგ დაასხით ადუღებული წყალი და დადგით საშუალო ცეცხლზე. ადუღების შემდეგ ცეცხლს დაუწიეთ და ადუღეთ 10 წუთი.
4. გააგრილეთ, გადაწურეთ და დაამატეთ 1 ლ გაფილტრული ან წყაროს წყალი.
5. ორქიდეას დაასხით 8 ს. კ. ბუნებრივი სასუქი. სასუქი შეგიძლიათ გამოიყენოთ ოთახის სხვა მცენარეების გასანაყოფირებლად.
ბუნებრივი სასუქი გამოიყენეთ თვეში ერთხელ და თქვენი ორქიდეა თვალსა და ხელს შუა გარდაიქმნება.