როგორ შევიმციროთ სისხლის მაღალი წნევა, ყოველგვარი აბის მიღების გარეშე

11064

ჰიპერტენზია, რომელსაც მეორენაირად სისხლის მაღალ წნევასაც ვუწოდებთ, დღესდღეობით საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. ის თავს იჩენს ჩვენს სისხლძარღვებში წნევის მომატების შედეგად და წარმოადგენს საკმაოდ დიდ საფრთხეს ჩვენი ჯანმრთელობისთვის. თუ პრობლემას დროულად არ ვუმკურნალებთ და შესაბამის ზომებს არ მივიღებთ, თავი შეიძლება იჩინოს გულ-სისხლძარღვთა სისტემის არაერთმა სერიოზულმა პრობლემამ და დაავადებამ.

სისხლის მაღალი წნევის დროს სულაც არ არის აუცილებელი სააფთიაქო პრეარატების რეგულარულად მიღება, რომელთათვის უამრავი გვერდითი მოვლენა და უკუჩვენებაა დამახასიათებელი. ამ დავალებას არაჩვეულებრივად გაართმევს თავს 3 ნატურალური რეცეპტი, რომელთაც დღევანდელ სტატიაში დეტალურად განვიხილავთ.

ნატურალური საშუალებები ჰიპერტენზიის წინააღმდეგ

ლიმონის წვენი

ინგრედიენტები: 

  • ლიმონის რამდენიმე ნაჭერი
  • 1 ჩაის ჭიქა წყალი

ინსტრუქცია: 

ერთ ჩაის ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალში ჩაწურეთ დაახლოებით ნახევარი ლიმონი. მიირთვით ეს სასმელი ყოველ დილას, უზმოზე, რათა გაიუმჯობესოთ სისხლის მიმოქცევა და შეუნარჩუნოთ მოქნილობა სისხლძარღვებს – ასე შეძლებთ სისხლის წნევის დარეგულირებას.

ნიორი

თქვენ უბრალოდ უნდა მიირთვათ რამდენიმე კბილი ნედლი ნიორი საუზმობამდე ან დაძინებამდე რამდენიმე წუთით ადრე. ასე შეძლებთ სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას, ორგანიზმის მომარაგებას სასარგებლო ვიტამინებითა და მინერალებით, ცუდი ქოლესტერინის დონის შემცირებას, სხეულის გაწმენდას და ა.შ.

სოდა და ვაშლის ძმარი

ინგრედიენტები:

  • წყალი
  • ერთი სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი
  • 1/8 ჩაის კოვზი საჭმელი სოდა

ინსტრუქცია: 

ვაშლის ძმარი შეიცავს არაერთ სასარგებლო მკვებავ ნივთიერებას, მათ შორის მაგნიუმს, კალციუმსა და კალიუმს – თითოეული ეს ელემენტი აუცილებელია ჩვენი გულ-სისხძარღვთა სისტემის კარგი ჯანმრთელობისთვისა და სისხლის წნევის ნორმალური მაჩვენებლისთვის.

ერთ ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალში დაამატეთ 1 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი, 1/8 ჩაის კოვზი სოდა, კარგად გადაურიეთ და დალიეთ.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ. იზრუნეთ თქვენს მეგობრებზეც, აუცილებლად გაუზიარეთ მათ ეს ინფორმაცია. გისურვებთ ჯანმრთელობას!