4 ძველებური მეთოდი, რომელიც საგრძნობლად შეამცირებს არასასუველ თმას

6016

გთავაზობთ ბუნებრივი ინგრედიენტების ბაზაზე მომზადებული უსაფრთხო საშუალებების რეცეპტებს, რომელთა დახმარებით შეძლებთ სახის კანსა და სხეულის სხვადასხვა ნაწილებზე არასასურველი თმის მოშორებას. მხოლოდ გმართებთ მოთმინება, რადგან მყისიერ შედეგს ვერ მიიღბეთ და პროცედურები უნდა ჩაიტაროთ სასურველი შედეგის მიღებამდე რეგულარულად.

1. შაქარი და ლიმონი

არასასურველი თმის მოსაშორებლად შაქრისა და ლიმონის კომბინაცია კლასიკური მეთოდია.

პროცედურისთვის დაგჭირდებათ:

  • ლიმონის წვენი 2 ს. კ.
  • შაქარი 1 ს. კ.

მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და წაისვით სხეულის სათანადო უბანზე თმის ზრდის მიმართულებით. გაიჩერეთ 15-20 წუთი. ნარჩენი ჩამოიბანეთ თბილი წყლით. მაქსიმალური ეფექტის მისაღებად გამოიყენეთ კვირაში 2-3-ჯერ.

2. ბანანისა და შვრიის ნარევი

პროცედურისთვის დაგჭირდებათ:

  • 1 საშუალო ბანანი
  • შვრიის ფანტელი 2 ს. კ.

ბანანი დაჭყლიტეთ და შეურიეთ შვრიის ფანტელი. ნარევი წაისვით სხეულის იმ უბანზე, სადაც გსურთ არასასურველი თმის მოშორება და გაიჩერეთ 20 წუთი. პროცედურა ჩაიტარეთ კვირაში 2-ჯერ.

 3. ოსპი და კარტოფილი

ოსპი და დაჭრილი კარტოფილი (ორივე ინგრედიენტი უნდა იყოს უმი) აიღეთ თანაბარი რაოდენობით და დააბლენდერეთ. მიღებული მასა წაისვით სათანადო უბანზე და გაიჩერეთ 30 წუთი.

4. რეჰანი და ხახვი

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ხახვი 2 საშუალო თავი
  • რეჰანი 10 ფოთოლი

ხახვის ფურცლებს ამოაცალეთ გამჭირვალე თხელი აპკი და კარგად დანაყეთ რეჰანის ფოთლებთან ერთად. მიღებული პასტისებური მასა წაისვით სათანადო უბანზე და გაიჩერეთ 20 წუთი. პროცედურა ჩაიტარეთ მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში, კვირაში 3-4-ჯერ.