ფუმფულა და ჰეროვანი ფუნთუშები დარიჩინით. გამოდის არნახულად ნაზი და არომატული

118

გთავაზობთ უგემრიელესი, ფუმფულა, ჰაეროვანი და არომატული ფუნთუშების რეცეპტს.

ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ფქვილი 550 გრ
  • რძე 100 მლ
  • თბილი წყალი 100 მლ
  • შაქარი 80 გრ
  • კარაქი 60 გრ
  • კვერცხი 2 ცალი
  • მშრალი საფუარი 10 გრ
  • მარილი 1 ჩ. კ.

ცომის მომზადება:

  1. გამდნარ კარაქს დაამატეთ 60 გრ შაქარი, რძე და აადუღეთ.
  2. თბილ წყალში გახსენით 20 გრ შაქარი, საფუარი და გააჩერეთ ცოტა ხანს.
  3. საფუვრიანი მასა შეურიეთ კარაქიან მასას, დაამატეთ კვერცხი და ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  4. მიღებულ მასას ნაწილ-ნაწილ შეაზილეთ 460-470 გრ ფქვილი და მარილი.
  5. მზა ცომი გადაიტანეთ ღრმა თასში, გადააფარეთ ტილო და დადეთ სითბოში.

ამზადებთ გულსართს

გულსართის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • შაქარი 130 გრ
  • კაკაო 30 გრ
  • დარიჩინი 20 გრ
  • კარაქი 20 გრ
  • ვანილის შაქარი 15 გრ

მომზადების წესი:

  1. თასში აურიეთ შაქარი, დარიჩინი, კაკაო და ვანილის შაქარი.
  2. კარაქი გაადნეთ და გააგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე.
  3. ამოსული ცომი გადმოიტანეთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე და გააბრტყელეთ, დაახლოებით 1-1,5 სმ სისქის, თხელ ფენად.  წაუსვით გამდნარი კარაქი და მოაყარეთ შაქრის, კაკაოსა და დარიჩინის ნარევი. შემდეგ ცომი მჭიდროდ გადაახვიეთ რულეტივით.
  4. საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი.
  5. რულეტი გაყავით ცხრა ნაწილად და დააწყვეთ საცხობ ფორმაზე. დაიცავით მანძილი. გადააფარეთ ტილო და გააჩერეთ 20 წუთი.
  6. ღუმელი გააცხელეთ 190 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 30-40 წუთი.
  7. ფუმფულა ოქროსფრად დაბრაწულ ფუნთუშებს მოასხით შაქრის სიროფი (შეგიძლიათ სიროფი არ მოასხათ). სიროფის მოსამზადებლად დაგჭირდებათ სქელძირიანი ქვაბი. 100 გრ შაქარი ჩაყარეთ ქვაბში, დაასხით 1 ს. კ. ცხელი წყალი და დადგით დაბალ ცეცხლზე. ურევთ განუწყვეტლივ, სანამ შაქარი არ გახდება კარამელისფერი. შემდეგ დაასხით 200 მლ ცხელი წყალი, აადუღეთ და სიროფი მზად არის.

ცხელი სიროფით მოასხით ფუნთუშებს და დაიწყეთ კრემის მომზადება.

კრემის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • ხაჭოს ყველი 100 გრ
  • არაჟანი 100 გრ
  • შაქრის ფხვნილი 50 გრ

მოცემული ინგრედიენტები ათქვიფეთ და მოასხით ოდნავ შეგრილებულ ფუნთუშებს. შემდეგ თქვენი გემოვნების მიხედვით მოასხით გამდნარი შოკოლადი, მოაყარეთ დაჭრილი თხილი ან ნიგოზი, ან ნუშის ან ქოქოსის ფანტელი.

გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!