როდესაც ორგანიზმს წყალი აკლია, ის ამ ნიშნებს გვიგზავნის. ყური უგდეთ თქვენს სხეულს!

10682

წყალი საციცოცხლო მნიშვნელობის ელემენტია. უწყლოდ დედამიწაზე სიცოცხლე არ იარსებებდა. ცოცხალი ორგანიზმების უმეტესობა ძირითადად წყლისგან შედგება. მაგალითად, ადამიანის ორგანიზმის 60-70%-ს შეადგენს წყალი. ადამიანის ორგანიზმში წყლის პროცენტულობა ცვალებადია ასაკისა და სქესის მიხედვით.

წყალი სიცოცხლისთვის აუცილებელი პირობაა. თუ ორგანიზმი საკმარისად არ არის დატენიანებული, ჯანმრთელობის საერთო  მდგომარეობა მკვეთრად უარესდება. წყალი მავნე ნივთიერებებისგან წმენდს ორგანიზმს, სისხლს. წყალი ხსნის და ითვისებს ორგანიზმში არსებულ და მოხვედრილ საკვებ ნივთიერებებს და კვებავს ორგანიზმს. აუცილებელია სახსრებისთვის, საკვების მონელებისთვის, ნახშირწყლებისა და ცილების მეტაბოლიზებისთვის.

ადამიანი საკვების გარეშე რამდენიმე თვე სძლებს, უწყლოდ კი_რამდენიმე დღე. რეკომენდებულია დღის განმავლობაში საშუალოდ 6-8 ჭიქა წყლის დალევა.

არსებობს რამდენიმე სიმპტომი, რომლებიც შეიძლება მიუთითებდეს, რომ ჩვეულებრივზე მეტი წყლის დალევა გჭირდებათ.

გთავაზობთ იმ სიმპტომთა ჩამონათვალს, რომლებიც მიუთითებს გაუწყლოებაზე:

  • შეშუპებული თვალები
  • პირის სიმშრალე
  • მუქი ფერის და მძრაფრსუნიანი შარდი
  • მუდმივად წყურვილის შეგრძნება
  • კანის ელასტიურობის დაკარგვა
  • მოთენთილობა და დაღლილობის შეგრძნება
  • საშარდე გზების ინფექციები
  • თავის ტკივილი და შაკიკი
  • კენჭები თირკმელებში
  • კუნთების სპაზმები
  • გაძნელებული სუნთქვა
  • ყაბზობა
  • კანის სიმშრალე
  • თმის ცვენა

დეჰიდრატაციის თავიდან ასაცილებლად, დღის განმავლობაში უნდა დალიოთ მინიმუმ 2 ლიტრი წყალი ან წონის მიხედვით რეკომენდებული რაოდენობა.

სპორტსმენებმა ეს მოცულობა საგრძნობლად უნდა გაზარდონ, იმისდა მიხედვით, თუ რა სახის აქტივობას ასრულებენ, რადგან  ვარჯიშის დროს ორგანიზმი დიდ სითხეს კარგავს.

შეიძლება გგონიათ, რომ იღებთ საჭირო რაოდენობის წყალს და თქვენი სხეული კარგად არის დატენიანებული. დააკვირდით თქვენს ორგანიზმს და თუ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები აღგენიშნებათ, მიიღეთ საჭირო რაოდენობის წყალი. გაითვალისწინეთ, ბევრი წყლის ერთბაშად დალევა არ არის სასურველი. წყლის გარდა, შეგიძლიათ მიიღოთ ნატურალური წვენები და ასევე წყლის მაღალი შემცველობის ხილი და ბოსტნეული.

გისურვებთ ჯანმრთელობას!