გაგაცნობთ ვაშლის ძმრის გამოყენების ალტერნატიულ ხერხებს. დაემშვიდობეთ აკნეს, ლაქებს, ქერტლს და ა.შ.

1273

უამრავი საკვები ნივთიერებით გაჯერებული ვაშლის ძმარი  აქტიურად გამოიყენება ხალხურ მედიცინაში როგორც სამკურნალო, ისე კოსმეტოლოგიური თვალსაზრისით.

შემოგთავაზებთ ვაშლის ძმრის ბაზაზე მომზადებული აკნეს, პიგმენტური ლაქების, თმისა და ფრჩხილების მოვლისთვის განკუთვნილი ნიღბების რეცეპტებს.

1. აკნეს სამკურნალოდ

ანტიოქსიდანტებითა და მჟავებით გაჯერებული ორგანული ვაშლის ძმარი ძალიან სასარგებელოა კანისთვის. წმენდს ფორებს, კურნავს აკნეს და აფერხებს მის განვითარებას. იდეალურია კანის pH ბალანსის აღსადგენად.

აკნეს საწინააღმდეგო ნიღბის მოსმაზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ვაშლის ძმარი 2 ს. კ.
  • ვარდის წყალი 6 ს. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

ვაშლის ძმარი და ვარდის წყალი აურიეთ. ნარევი ბამბის ტამპონით წაისვით გამონაყარზე და გაიჩერეთ 15 წუთი. ბოლოს სახე დაიბანეთ ცივი წყლით და წაისვით დამატენიანებელი საცხი. პროცედურები ჩაიტარეთ ყოველ საღამოს, ძილის წინ.

2. პიგმენტური ლაქების გასაღიავებლად

ლაქების წარმოქმნას იწვევს მზის სხივების გადაჭარბებული ზემოქმედება და ასაკი. ვაშლის ძმრისა და ხახვის წვენის კომბინაციით მიიღებთ ლაქების საწინააღმდეგო ნიღაბს. კანში შეღწევის შემდეგ ანტიოქსიდანტები აჩქარებს  უჯრედების რეგენერაციას და ამცირებს ჰიპერპიგმენტაციას.

ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ვაშლის ძმარი 3 ს. კ.
  • ნახევარი თავი ხახვი

მომზადებისა და გამოყენების წესები:

ხახვის წვენს დაამატეთ ვაშლის ძმარი და აურიეთ. ნარევით გააჯერეთ ბამბის ფირფიტა და წაისვით ლაქებზე. გაიჩერეთ 20 წუთი. ნარჩენი ჩამოიბანეთ თბილი წყლით. გამოიყენეთ კვირაში 3-ჯერ.

3. თმის ნიღაბი

ვაშლის ძმარი ბუნებრივი კონდენციონერია. ის თმას ანიჭებს აბრეშუმისებრ მბზინვარებას, ებრძვის ქერტლს, კვებავს თმას.

ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ვაშლის ძმარი მეოთხედი ჩ. ჭ.
  • წყალი მეოთხედი ჩ. ჭ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

ვაშლის ძმარს დაამატეთ წყალი, აურიეთ და გადაიტანეთ პულვერიზატორიან ბოთლში. ნარევი მიისხურეთ თმის ფესვებიდან ძირებამდე და გაიჩერეთ 1 საათი. შემდეგ თმა ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

გამოიყენეთ ყოველდღე ან კვირაში 3-ჯერ მაინც.

4. ვაშლის ძმრის აბაზანა

ვაშლის ძმარი არბილებს ქუსლების გაუხეშებულ კანს, აშორებს მკვდარ უჯრედებს, ატენიანებს კანს, ანიჭებს სიგლუვეს, აქვს სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ვაშლის ძმარი მეოთხედი ჩ. ჭ.
  • წყალი 1 ლ

წყალი ადუღებამდე გადმოდგით ცეცხლიდან და შეურიეთ ვაშლის ძმარი. მომზადებულ აბაზანაში 20 წუთით ჩაყავით ფეხები. შემდეგ პემზით მსუბუქად გაიხეხეთ ქუსლები და სხვა გაუხეშებული ადგილები, გადაივლეთ სუფთა წყალი, გულდასმით შეიმშრალეთ და წაისვით საცხი.

პროცედურა ჩაიტარეთ კვირაში 2-3-ჯერ.

5. ფრჩხილების მკურნალობა

ვაშლის ძმრისა და ზეითუნის ზეთის კომბინაციით მიიღებთ ფრჩხილების სამკურნალო ნარევს. ამ გზით აირიდებთ ონიქომიკოზს და ფრჩხილებზე ყვითელი ლაქების გაჩენას.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ვაშლის ძმარი 3 ს. კ.
  • ზეითუნის ზეთი 1 ს. კ.

მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და ფუნჯის ან ბამბის ფირფიტის საშუალებით წაისვით როგორც ხელის, ისე ფეხის ფრჩხილებზე. დაელოდეთ გაშრობას. სასურველია,  პროცედურა ჩაიტაროთ ძილის წინ ან ლაქის წასმამდე. ამ გზით ლაქს შეუნარჩუნებთ მდგრადობას.

ეს იმ სარგებელთა მცირე ჩამონათვალია, რომლებიც ორგანულ ვაშლის ძმარს მოაქვს ჩვენი კანის, თმისა და ფრჩხილებისთვის.