ხაჭოს უნაზესი დესერტი ფქვილის გარეშე. ისეთი გემრიელი და არომატულია, ჩემს ოჯახში საკმარისი არასდროსაა

2639

გთავაზობთ ხაჭოს დესერტის რეცეპტს. ნაზი, ჰაეროვანი და ღრუბელივით ფუმფულა დესერტის მოსამზადებლად არ გჭირდებათ ფქვილი.

საჭირო ინგრედიენტები:

  • ხაჭო 500 გრ
  • კარაქი 50 გრ
  • კვერცხი 5 ცალი
  • მანანის ბურღული 1 ს. კ. (სავსე)
  • ქიშმიში გემოვნებით
  • 1 ლიმონის ცედრა
  • შაქარი 100 გრ
  • არაჟანი 50 გრ

მომზადების წესი:

  1. კვერცხის ცილა და გული გამოყავით ერთმანეთისგან.
  2. კვერცხის გულს დაამატეთ 50 გრ შაქარი და ათქვიფეთ მიქსერით.
  3. შემდეგ შეათქვიფეთ დარბილებული კარაქი.
  4. დაამატეთ ქიშმიში (წინასწარ დაასხით ცხელი წყალი, გააჩერეთ 10-15 წუთი, გადაწურეთ და გააშრეთ), ლიმონის ცედრა და მანანი. ურევთ კოვზით.
  5. მომზადებულ მასას შეურიეთ დაბლენდერებული ხაჭო.
  6. კვერცხის ცილა ათქვიფეთ გათეთრებამდე და ნაწილ-ნაწილ შეათქვიფეთ დარჩენილი შაქარი.
  7. ცილის მასა ნაზად შეურიეთ ხაჭოიან მასას.
  8. საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი ან მოაყარეთ მანანი და მომზადებული მასა თანაბრად გაანაწილეთ. ზემოდან გააფორმეთ არჟნით და შედეთ 160 გრადუს ტემპერატურაზე გაცხელებულ ღუმელში.

ოქროსფრად დაბრაწული დესერტი გამოიღეთ ღუმელიდან, გააგრილეთ და გემრიელად მიირთვით.