თუ ამ 8 პრობლემიდან ერთ-ერთი მაინც გაწუხებთ, მიიღეთ ლიმონის წვენი სწორად

6903

ლიმონის წვენი მდიდარია ფლავანოიდებით, რომლებიც ანტიოქსიდანტებს შეიცავს და კიბოსსაწინააღმდეგო თვისებები აქვს. ეს ნივთიერებები სასარგებლოა ჰიპერტონიის, დიაბეტის, კუჭის დაავადებების, ყაბზობისა და ჯანმრთელობის სხვა პრობლემების წინააღმდეგ.

ლიმონის წვენი, ასევე, სასარგებლოა კანისთვის, კბილებისა და თმისთვის. მისი მუდმივი მიღებით აღინიშნება ენერგიის მოზღვავება და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება.

ლიმონის წვენში მაღალი კონცენტრაციითაა ციტრატები, ლიმონმჟავის მარილები. ციტრათები ხელს უშლის თირკმლებში კენჭების გაჩენას. სხვათაშორის, ეს ნივთიერებები სხვა ციტრუსის წვენშიცაა, თუმცა, ლიმონის წვენში ყველაზე დიდი შემცველობაა.

წარმოგიდგენთ 8 პრობლემას, რომლებთან გამკლავებაშიც სწორედ ეს გემრიელი სასმელი დაგეხმარებათ:

  1. ჭარბი წონა
    ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ ლიმონი მართლაც გვეხმარება გახდომაში. პექტინი, რომელსაც ლიმონი შეიცავს – ცელულოზაა, რომელიც ჭარბ კილოგრამებს ებრძვის. პექტინის წყალობით, ნაწლავებში შაქრის შეწოვის პროცესუ ნელდება. ასევე, ლიმონი ორგანიზმიდან ტოქსინებს დევნის.
  2. კანის პრობლემები
    ანტიოქსიდანტები ლიმონის წვენში ამცირებს ნაოჭების სიმკვეთრეს, პიგმენტურ ლაქებსა და ნაწიბურებს. იგი, ასევე, სასარგებლოა სისხლის გასაწმენდად, რაც, პირველ რიგში, კანს ელვარებას ანიჭებს.
  3. ინტოქსიკაცია
    წყალთან შერევის დროს, ლიმონის წვენი სასარგებლოა ღვიძლისა და ნაწლავების დეტოქსიკაციისა და გაწმენდისთვის. იგი აჩქარებს მეტაბოლისტურ პროცესებს და ასტიმულირებს საჭმლის მომნელებელ სისტემას.
  4. კუჭის მოქმედებასთან დაკავშირებული პრობლემები
    ლიმონის პექტინის ბოჭკოები არეგულირებს განავალს და ხელს უწყობს ნაწლავების სისუფთავეს. ლიმონის წვენი, ასევე, მოქმედებს, როგორც ეფექტური ანტიბაქტერიული საშუალება.
  5. pH-დისბალანსი
    1 ჭიქა ცხელი წყალი და ლიმონი დილაობით დაწევს pH დონეს, გაზრდის მის ტუტოვნებას.
  6. საჭმლის მონელების პრობლემები
    ლიმონის წვენი ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, რამდენადაც ასტიმულირებს ნაღვლის სეკრეციას.
  7. ბაქტერიული ინფექცია
    ლიმონი აჩერებს ბაქტერიების ზრდისა და გამრავლების პროცესს, რაც ინფექციის მარტივად დამარცხებას უწყობს ხელს.
  8. ანთება და ტკივილი
    ლიმონის წვენი გეხმარებათ სახსრების ტკივილისა და ანთების ჩაცხრობაში. ამარტივებს შარდმჟავის გახსნას, ამიტომ შესანიშნავი საშუალებაა ასაკოვანი ადამიანებისთვის.

ყურადღება! სუფთა ლიმონის წვენის დალევა, თანაც უზმოზე, არ შეიძლება – კუჭს დაიზიანებთ. დაუმატეთ ცოტაოდენი წვენი სუფთა წყალს და დაატკბეთ თაფლით.

ამ საშუალებას უკუჩვენებებიც აქვს: ნაღველკენჭოვანი დაავადებები, სანაღვლე გზების დისკინეზია, ჰეპატიტი, ენტეროკოლიტი, პანკრეატიტი, ქოლეცისტიტი, გასტრიტი ან წყლული. აქვე შეგახსენებთ, რომ უკუჩვენება ნიშნავს იმ მდგომარეობას, რომელშიც მოცემული ხალხური თუ ტრადიციული პრეპარატის მიღება არ შეიძლება გამწვავების თავიდან აცილების მიზნით.