
გთავაზობთ ფაფუკი, ჰაეროვანი და ძალიან გემრიელი ცომის საფირმო რეცეპტს. კეფირის ცომს არ სჭირდება აფუება და შეგიძლიათ დაუყონებლივ დაიწყოთ ღვეზელების გამოცხობა.
საჭირო ინგრედიენტები:
- კეფირი (ნებისმიერი ცხიმიანობის) 400 მლ
- ფქვილი 700-750 გრ
- არაჟანი (ნებისმიერი ცხიმიანობის) 3 ს. კ.
- შაქარი 1 ს. კ.
- მარილი 1 ჩ. კ.
- სოდა 1 ჩ. კ.
- ზეთი 2 ს. კ.
- შიგთავსი შეარჩიეთ თქვენი გემოვნებით
მომზადების წესი:
1. გაცრილ ფქვილს დაამატეთ მარილი, შაქარი და აურიეთ.
2. კეფირი შეათბეთ და ჩაასხით ფქვილის შუაგულში.
3. დაამატეთ ზეთი და ოთახის ტემპერატურის არაჟანი.
4. ცომს ზელთ ხელით. თუ თხელი გამოგივიდათ, ნაწილ-ნაწილ შეაზილეთ 50 გრ-მდე ფქვილი. ცომი უნდა იყოს წებოვანი და რბილი.
5. დასრულებისთანავე შეგიძლიათ დაიწყოთ ღვეზელების გამოცხობა.
6. გამოიყენეთ ტკბილი ან მარილიანი შიგთავსი და მოამზადეთ უგამრიელესი ღვეზელები.
გემრიელად მიირთვით!