შემოგთავაზებთ ბუნებრივი ინგრედიენტებით მომზადებული სამკურნალო კოქტეილის რეცეპტს. ნუშის რძით, სტაფილოთი, კურკუმითა და ჯანჯაფილით მომზადებული ბუნებრივი სასმელი ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა, გაგიმაგრებთ ძვლებს, აქვს ტკივილგაყუჩებელი მოქმედება. შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც პროფილაქტიკისთვის, ისე სამკურნალოდ.
კოქტეილი მდიდარია ანტიოქსიდანტებითა და საკვები ნივთიერებებით. დიდი რაოდენობით შეიცავს კალციუმს, ნივთიერებას, რომელიც მთავარი საშენი მასალაა ძვლებისთვის. კალციუმი ასევე მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესში და ხელს უწყობს ჰორმონებისა და კუნთების ფუნქციონირებას.
კალიუმისა და მაგნიუმის შემცველობის გამო, სასმელი ასევე იდეალურია ჭარბი ნატრიუმის დონის შესამცირებლად.
ნუშის რძის სარგებელი
ნუშის რძე მცენარეული სასმელია, რომელიც რძის საუკეთესო ალტერნატივაა იმ ადამიანებისთვის, რომელთაც ლაქტოზის შეუწყნარებლობა აწუხებთ.
ნუშის რძე შეიცავს კალციუმს, E ვიტამინსა და ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
სტაფილოს სარგებელი
სტაფილოს შემადგენლობაში შემავალი ანტიოქსიდანტები აუცილებელია ნაადრევი დაბერების თავიდან ასაცილებლად. ბეტა-კაროტინის, C და E ვიტამინების დონე ლიგატებსა და მყესებს უნარჩუნებს კარგ მდგომარეობას, რაც ხელს უშლის სახსრების მდგომარეობის გაუარესებას და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.
კურკუმას სარგებელი
კურკუმა სამკურნალო სანელებელია. ხშირად იყენებენ თავის ტკივილისა და სახსრების პრობლემების სამკურნალოდ. კურკუმას შემადგენლობაში შედის კურკუმინი, რომელიც მოქმედებს როგორც ანთების საწინააღმდეგო ანტიოქსიდანტი.
კურკუმას რეგულარული მოხმარება იცავს ძვლებს ტოქსინებით გამოწვეული ცვეთისგან. სხვათა შორის, ის ასევე ქმნის დამცავ ბარიერს თავისუფალი რადიკალების უარყოფითი გავლენისგან.
ნატურალური სასმლის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ნუშის რძე 1 ჩ. ჭ.
- კურკუმა 1 ჩ. კ.
- სტაფილო 3 ცალი
- ჯანჯაფილის ფხვნილი ჩაის კოვზამდე
- თაფლი სუფრის კოვზამდე
მომზადებისა და მიღების წესები:
- ნუშის რძეს დაამატეთ კურკუმა, ჯანჯაფილი, დაჭრილი სტაფილო და დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
- დაამატეთ თაფლი (შეგიძლიათ არ დაამატოთ) და დალიეთ.
- მიიღეთ კვირაში მინიმუმ 3-ჯერ.
- ნატურალური სასმელი უმარტივესი მოსამზადებელია. დალიეთ მომზადებისთანავე.
გისურვებთ ჯანმრთელობას!