როგორ გვიწყობს ხელს ლიმონი წონის დაკლებაში? გიამბობთ ცოტათი მეტს ამ საოცარი პროდუქტის შესახებ

461

C ვიტამინითა და სხვა უამრავი საკვები ნივთიერებით გაჯერებული ლიმონი ძალიან სასარგებლოა წონის დასაკლებად.  ლიმონი აქვეითებს მადას და წმენდს ორგანიზმს შლაკებისგან.

უბრალო ლიმონიანი წყლის დალევაც კი სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის და წონის დასაკლებად. მაქსიმალური შედეგის მისაღებად იკვებეთ სწორად.

ლიმონის საკვები ღირებულება

ნუტრიენტებით მდიდარი ლიმონი დაბალკალორიულია, 100 გრ  შეიცავს 27, 66 კკალ.

100 გრ ლიმონის შემადგენლობაში შედის:

  • ცილა 0,69 გრ
  • ნახშირწყლები 3,16 გრ
  • უჯრედისი 4,7 გრ
  • ცხიმები 0,3 გრ

ლიმონი შეიცავს მინერალებს: კალციუმს, რკინას, იოდს, მაგნიუმს, თუთიას, სელინს, ნატრიუმს, კალიუმს, ფოსფორს. ლიმონი საუკეთესო წყაროა A, B1, B2, B6, C და D_ვიტამინების. ეს ციტრუსი შეიცავს გლუკოზას, ფრუქტოზასა და საქაროზას, ცხიმოვან მჟავებს, ლინოლეინის მჟავასა და პალმიტინის მჟავას.

ყველა ეს კვებითი სარგებელი ლიმონს ჯანსაღი დიეტის შესანიშნავ ნაწილად აქცევს.

როგორ გეხმარებათ ლიმონი წონის დაკლებაში

პირველ რიგში, ლიმონი ბუნებრივი შარდმდენი საშუალებაა და  წმენდს ორგანიზმს ტოქსინებისგან.

ლიმონი მდიდარია ფლავონოიდებით. ეს ნაერთი ამცირებს სისხლში ცხიმების დონეს და ხელს უშლის არტერიების კედლებზე ცხიმოვანი დეპოზიტების დაგროვებას.

ლიმონი ხელს უწყობს კუჭის წვენის გამომუშავებას. ეს აადვილებს და აჩქარებს საჭმლის მონელების პროცესს.

ლიმონი ასევე შეიცავს უამრავ ლიმონმჟავას. ეს არეგულირებს  ორგანიზმში ფერმენტების ფუნქციონირებას და საშუალებას აძლევს თქვენს ღვიძლს იმუშაოს უფრო ეფექტურად.

ლიმონი აძლიერებს იმუნიტეტს.

ლიმონი დიდი რაოდენობით შეიცავს უჯრედისს, კერძოდ, პექტინს.  ეს ხსნადი ბოჭკოვანი გაგრძნობინებთ უფრო სისავსეს, რაც გეხმარებათ უკეთ აკონტროლოთ რამდენს ჭამთ.

ლიმონი აუმჯობესებს განწყობას, ამცირებს სტრესს, ამშვიდებს და უკეთ გაგრძნობინებთ თავს.

როგორ გამოვიყენოთ ლიმონი წონის დასაკლებად

ახალგამოწურული ლიმონის წვენი გააზავეთ ცოტა ცივ ან თბილ წყალში (ფინჯანი წყალი/1-2 ს. კ. ლიმონის წვენი) და დალიეთ. თუმცა, ცხელ წყალს აქვს დამატებითი სარგებელი ნაწლავის ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად. ლიმონიანი ცხელი წყალი წმენდს ნაწლავებს და გაგათავისუფლებთ ყაბზობისგან. ბუნებრივი შარდმდენი წმენდს ორგანიზმს ტოქსინებისგან.

წონის დასაკლებად ლიმონი აუცილებლად უნდა მიიღოთ რეგულარულად. ლიმონი ებრძვის ცხიმებს და აფერხებს ორგანიზმში ჭარბი ცხიმის დაგროვებას.

რეკომენდებულია ლიმონიანი წყალი დალიოთ დილით და შემდეგ პერიოდულად მთელი დღის განმავლობაში. ეფექტური შედეგის მისაღებად აუცილებლად უნდა დალიოთ ჭამამდე 30 წუთით ადრე.

თუ მოგწონთ ლიმონის მჟავე გემო, შეგიძლიათ მიირთვათ ლიმონის ნაჭერი. ეს შესანიშნავი იქნება თქვენი პირის ღრუს ჯანმრთელობისთვის, რადგან რბილობს აქვს ანტიბაქტერიული თვისებები და დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ პირის ღრუს ზოგიერთი დაავადება.

გისურვებთ ჯანმრთელობას!