ბრინჯი – ლინოლეური მჟავისა და სქვალენის, მძლავრი ანტიოქსიდანტის გასაოცარი წყაროა, რომელიც ასტიმულირებს კოლაგენის გამოყოფას. ეს უკანასკნელი ანელებს კანზე ნაოჭების გაჩენას და იცავს მას მზის ნეგატიური ზემოქმედებისგან.
თუ ამის შესახებ არაფერი იცოდით, აწი ბრინჯს სხვა თვალით შეხედავთ. მას ნამდვილად შეუძლია სასწაულების ჩადენა, როცა საქმე გაახალგაზრდავებას ეხება. ჩაიტარეთ ბრინჯის ნიღბის პროცედურები და თავად დარწმუნდებით.
ინგრედიენტები
- 3 ს.კ. ბრინჯი
- 1 ს.კ. რძე
- 1 ს.კ. თაფლი
მომზადება და გამოყენება
- მოხარშეთ და გადაწურეთ ბრინჯი, შეინახეთ გადაწურული წყალი. დაუმატეთ ფაფას 1 ს.კ. თბილი რძე და თაფლი.
- დაიტანეთ ეს ნიღაბი მშრალ, სუფთა კანზე, გაიჩერეთ, სანამ სრულად არ გაშრება.
- ჩამოიბანეთ ნიღაბი წყლით, რომელშიც ბრინჯი მოამზადეთ.
ბრინჯის წყალს მძლავრი ანტიოქსიდანტური თვისებები აქვს. იგი ატენიანებს კანს და ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას. ეს წყალი, ასევე, გაშორებთ პიგმენტურ ლაქებს და ხსნის ანთებით პროცესებს კანზე. მისი გამოყენება გარუჯვამდეც შეიძლება: იგი ატენიანებს კანს და იცავს ახალი ნაოჭებისგან.
ოპტიმალური შედეგების მისაღებად, ბრინჯის ნიღბის პროცედურა რეკომენდებულია კვირაში მინიმუმ ერთხელ. რამდენიმე პროცედურის შემდეგ 10 წლით გაახალგაზრდავდებით!