ძლიერმოქმედი საშუალება სიბერის წინააღმდეგ! 1 კოვზი ზეთი უზმოზე ბოლომდე გაწმენდს მთელ სხეულს

26561

გაგიკვირდებათ, მაგრამ არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც დღეს არა ფინჯანი ყავით ან ლიმონიანი წყლით, არამედ 1 კოვზი მცენარეული ზეთის მირთმევით იწყებენ… ყველა ადამიანი, ვინც ასე იქცევა, დაგიდასტურებთ, რომ ეს ყველაზე ჯანსაღი პროცედურაა, რომელიც გვიუმჯობესებს განწყობას, გვმატებს ენერგიას, ძირფესვიანად წმენდს მთელ სხეულს და აახალგაზრდავებს ორგანიზმის პრაქტიკულად ყველა ორგანოსა და სისტემას!

რატომ უნდა მივირთვათ 1 კოვზი ზეთი უზმოზე? 

ყველასათვის კარგად არის ცნობილი, რომ ორგანიზმი უზმოზე ყველაზე მარტივად ითვისებს სასარგებლო ნივთიერებებს სხვადასხვა საკვები პროდუქტებიდან. მცენარეულ ზეთებში, მიუხედავად მათი სახეობისა, სასარგებლო ნივთიერებების შემცველობა ძალიან მაღალია!

თუ დილას სწორედ მცენარეული ზეთის მირთმევით დაიწყებთ, მთელი დღის განმავლობაში ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი საათივით გამართულად იმუშავებს. უზმოზე ზეთის მირთმევის შედეგად სტიმულირდება ნაღვლის გამომუშავების პროცესი. საუზმიდან, რომელსაც შემდეგ მიიღებთ, ორგანიზმი მაქსიმალურად აითვისებს სასარგებლო მიკროელემენტებს, რაც სასარგებლოდ აისახება თქვენს ზოგად ჯანმრთელობაზე. ამ მარტივი რუტინის წყალობით, მთელი დარჩენილი დღის განმავლობაში ცხიმების გადამუშავების პროცესი შეუჩერებლად მიმდინარეობს.

გარდა ნივთიერებათა ცვლის პროცესების გაუმჯობესებისა და ორგანიზმის ვიტამინიზაციისა, უზმოზე ზეთის მირთმევა კიდევ არაერთი მიზეზით არის საჭირო და მიზანშეწონილი. ის ეფინება ჩვენი კუჭის კედლებს და საგრძნობლად გვიმცირებს მადას, აღარ გვაწუხებს მუდმივად შიმშილის შეგრძნება. სწორედ ამ მიზეზით, თუ წონის დაკლება გსურთ, დილა აუცილებლად 1 კოვზი მცენარეული ზეთით უნდა დაიწყოთ!

როგორ უნდა დავლიოთ ზეთი? 

  1. ზეთის მირთმევა აუცილებელია უზმოზე. არ შეიძლება წყლის დალევაც კი.
  2. მიირთვით მაქსიმუმ 1 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი. თუ დოზირებას არ დაიცავთ და ულუფას თვითნებურად გაზრდით, მსუბუქი წმენდის ნაცვლად, ძლიერ საფაღარათო ეფექტს მიღებთ. პირველი ორი კვირის განმავლობაში შეგიძლიათ დაიწყოთ 1 ჩაის კოვზითაც.
  3. ზეთის მირთმევიდან 30 წუთის შემდეგ ისაუზმეთ.
  4. კურსის ხანგრძლივობა – 1 ან 2 თვე. სრული კურსის ჩატარების შემდეგ აუცილებელია მინიმუმ 30 დღიანი შესვენების გაკეთება.

სხვადასხვა ზეთების თვისებები

აბსოლიტურად ყველა ზეთი თავისი უნიკალური თვისებებით გამოირჩევა. ახლა კი დეტალურად განვიხილოთ, თუ რომელი ზეთი რა მიზნით უნდა მივირთვათ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. არ დაგავიწყდეთ სტატიის გაზიარება მეგობრებისთვის!

  • მზესუმზირის ზეთი – ყველაზე ხელმისაწვდომი და პოპულარული პროდუქტი, რომელიც მდიდარია E და A ვიტამინებით. თუ უზმოზე ზეთის სამკურნალო მიზნით მიღებას გადაწყვეტთ, დარწმუნდით, რომ ის არ არის რაფინირებული.
  • ყურძნის წიპწების ზეთი – ის ნამდვილი ჩემპიონია გაუჯერებელი ცხიმოვანი მჟავების შემცველობით, აუმჯობესებს ლიპიდურ ცვლას და საგრძნობლად ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში.
  • ქოქოსის ზეთი – შედარებით გემრიელი პროდუქტი, რომელიც ბაქტერიციდული ეფექტით გამოირჩევა. თუ დილას სწორედ ქოქოსის ზეტით დაიწყებთ, თქვენი ორგანიზმი გაცილებით მარტივად აითვისებს სასარგებლო ნივთიერებებს საკვებიდან.
  • ამარანტის (ჯიჯლაყას) ზეთი – ლინოლენის მჟავით მდიდარი ეს პროდუქტი არის ძლიერი ანტიოქსიდანტი. ის აუმჯობესებს ცხიმების გადამუშავების პროცესსაც.
  • აბუსალათინის ზეთი – საუკეთესო დამხმარე ქრონიკული ყაბზობის დროს. ის ეფექტურად გამოდევნის ნაწლავებიდან წიდებსა და ლორწოს, არაჩვეულებრივად წმენდს მთელ სხეულს. მნიშვნელოვანია, რომ არ გადააჭარბოთ დოზას.
  • ქაცვის ზეთი – მას ძალიან დადებითი გავლენა აქვს კუჭის ლორწოვან გარსზე. ქაცვის ზეთი ეფექტური საშუალებაა გასტრიტისა და წყლულოვანი დაავადებების სამკურნალოდ.
  • ბაყაყურას ზეთი – ბოლომდე წმენდს და ანახლებს ღვიძლის უჯრედებს, სტიმულირებს ნაღვლის გადინების პროცესს. გარდა ამისა, ბაყაყურას ზეთი ეფექტურად აჩქარებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს და ხელს გვიწყობს წონის დაკლებაში.
  • სიმინდის ზეთი – ანახლებს და აძლიერებს უჯრედების მემბრანებს, არის ძლიერი ანტიოქსიდანტი.
  • სეზამის ზეთი – ამცირებს ცუდი ქოლესტერინის დონეს სისხლში, წმენდს სისხლძარღვების კედლებს და უბრუნებს მათ მოქნილობას. სეზამის ზეთი არაჩვეულებრივი საშუალებაა ათეროსკლეროზისა და ინსულტის პროფილაქტიკისთვის.
  • ზეთიუნის ზეთი – ძალზედ ეფექტურია ჰიპერტონისაა და გულ-სისხლძარღვთა სისტემასთან დაკავშირებული პრობლემების დროს. მას დადებითი გავლენა აქვს კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე, განაპირობებს ტოქსინების გამოდევნას სხეულიდან.
  • სელის ზეთი – პროდუქტი, რომელიც არის ძლიერი ანტიოქსიდანტი და აახალგაზრდავებს მთელ ორგანიზმს. ის გვიწყობს ხელს ზედმეტი კილოგრამების მოშორებაშიც კი.

გაითვალისწინეთ, უზმოზე ზეთის მირთმევას მყისიერი ეფექტი ახასიათებს და უკუჩვენებითია იმ ადამიანებისთვის, რომელთაც ნაღვლკენჭოვანი დაავადებები აწუხებთ, დასუსტებული აქვთ კუჭქვეშა ჯირკვლის მუშაობა, აღენიშნებათ პანკრეატიტი ან ეროზიული გასტრიტი.