18 ჭკვიანური ხრიკი სილამაზისთვის. მათი დახმარებით მუდამ შეუდარებელ ფორმაში იქნებით

1028

ყველას გვსურს, ყოველთვის და ყველგან გამოვიყურებოდეთ ლამაზად და მიმზიდველად. არ აქვს მნიშვნელობა, დარბაზში მივდივართ სავარჯიშოდ თუ ვემზადებით მნიშვნელოვანი წვეულებისთვის, ჩვენ ყოველთვის ვაკვირდებით ყველაზე მცირე დეტალებსაც კი, რათა გამოვიყურებოდეთ იდეალურად ნებისმიერ შემთხვევაში და სიტუაციაში. საწმუხაროდ, ცხოვების თანამედროვი სტილიდან და გადატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, საკუთარ თავს საჭირო დღოს ვეღარ ვუთმობთ, რაც დროთა განმავლობაში გარეგნულადაც ვლინდება.

დღევანდელ სტატიაში “Martivad.com”-ის რედაქცია გთავაზობთ რამდენიმე ძალიან საინტერესო და მარტივ ხრიკს. მათი დახმარებით თქვენ ყოველთვის შეუდარებელ ფორმაში იქნებით, თანაც შეძლებთ დროის, ენერგიისა და ფულის დაზოგვას.

1. დარიჩინისა და წიწაკის ეთერზეთის ნარევი ძალიან ეფექტური საშუალებაა ტუჩების მოცულობაში გასაზრდელად და მათი ბუნებრივი ფერის გასაუმჯობესებლად. თუ ამ ორ ინგრედიენტზე ალერგია არ გაქვთ, უბრალოდ დაიტანეთ ტუჩებზე რამდენიმე წვეთი ეს ნარევი, თითის ბალიშებით გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი და დატკბით მიღებული შედეგით.

2. თანაბარი რაოდენობით ქოქოსისა და ზეითუნის ზეთის ნარევი არაჩვეულებრივი საშუალებაა წყალგამძლე მაკიაჟის მოსაშორებლად. გამოიყენეთ ეს საშუალება და თავად დარწმუნდებით, თუ რამდენად მარტივია მაკიაჟის ბოლომდე მოშორება იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც სახის სპეციალური საწმენდი არ გაქვთ.

3. თუ გსურთ, თქვენი კანი მუდამ ლამაზად ბზინავდეს, შეიმციროთ ფორები და გაიწმინდოთ ისინი დაგროვებული ჭუჭყისგან, თქვესნ სახის დასაბან გელში ან მცირეოდენ რძეში ჩაამატეთ 1 სუფრის კოვზი საჭმელი სოდა. ნარევი წაისვით სახეზე თხელ ფენად, თითის ბალიშებით იკეთეთ მსუბუქი მასაჟი სულ ორიოდე წუთის განმავლობაში და შემდეგ ჩამოიბანეთ სახე თბილი წყლით. თქვენი სახის კანი მუდამ შეუდარებლად რომ გამოიყურებოდეს, საკმარისია ეს პროცედურა კვირაში 2-ჯერ ან 3-ჯერ ჩაიტაროთ.

4. თუ თქვენი საყვარელი ტუში წამწამებისთვის გამოშრა და გაქვავდა, მისი განახლება მარტივად შეგიძლიათ 5 წუთით ცხელ წყალში მოთავსებით. თუ ამ მეთოდმა არ იმოქმედა, ტუშში ძალიან მცირე ოდენობით მარილწყალის ჩამატება და მისი კარგად შენჯღრევა აუცილებლად დაგეხმარებათ. ის მიიღებს ისეთ კონსისტენციას, თითქოს ახლახანს შეგეძინოთ მაღაზიიდან.

5. თუ პუდრი გაგიფუჭდათ, დაიბზარა ან გატყდა, მისი გადაგდების ნაცვლად, მიმართეთ დახმარებისთვის პატარა ხრიკს. ჩაამატეთ პუდრში რამდენიმე წვეთი სპირტი, ამოურიეთ და შემდეგ მოასწორეთ ზედაპირი დანის გამოყენებით. დატოვეთ ის გასაშრობათ მთელი ღამით. თქვენი პუდრი რამდენიმე საათში ახალივით იქნება.

6. თუ ფრჩხილების ლაქი გამოშრა და იმდენად გაქვავდა, რომ მისი გახსნაც კი გიჭირთ, წასმაზე ლაპარაკი აღარ არის, მოათავსეთ სულ რაღაც 5 წუთით ცხელი წყლით სავსე ჭურჭელში. გახსენით და წაისვით ის ჯერ კიდევ სანამ თბილია.

7. თმის სპრეი არაჩვეულებრივი საშუალებაა წარბების მოსავლელად და მათ დასაფიქსირებლად. მცირეოდენი სპრეი მიაპკურეთ ძველი ტუშის ფუნჯს და გადაიტარეთ წარბებზე.

8. საბავშვო პუდრი და სიმინდის სახამებელი მშრალი შამპუნის არაჩვეულებრივი ალტერნატივაა. გამოიყენეთ ეს მარტივი ხრიკი, როდესაც დრო არ გყოფნით, თქვენი თმა კი არც თუ ისე მიმზიდველად გამოიყურება.

9. თუ კანის მოსავლელ კლასიკურ კრემს დაძინების წინ თმის ბოლოემზე წაისვამთ და მთელი ღამით დაიტოვებთ, დილით თქვენი თმა ძალიან ბზინვარე, გლუვი და მოცულობითი იქნება.

10. თუ ახალი ფეხსაცმელი დისკომოფრტს გიქმნით, ფეხებზე აუცილებლად წაისვით მცირეოდენი დეოდორანტი. ასე საიმედოდ დაიცავთ კანს დაზიანებისგან.

11. სანამ წამწამების დამხვევი ხელსაწყოს გამოიყენებთ, შეათბეთ ის თმის საშრობით (ფენით). ასე მიღებული შედეგი გაცილებით ხანგრძლივი პერიოდით დაფიქსირდება.

12. მანიკურის გაკეთების დროს ფრჩხილების გარშემო კანზე წაისვით ვაზელინი ან უბრალო წებო, რომელსაც სკოლაში ბავშვები იყენებენ. ასე ზედმეტი ლაქი მარტივად მოგშორდებათ მას შემდეგაც კი, როდესაც შეშრება.

13. გსურთ, ორიგინალური მანიკური დამოუკიდებლად, სილამაზის სალონში ვიზიტის გარეშე გაიკეთოთ? წაისვით ფრჩხილებზე სასურველი ფერის მანიკური, მიეცით მცირე დრო შესაშრობად და შემდეგ დაიკარით წებოვანი ლენტისგან გამოჭრილი პატარა წრეები. ზემოდან გადაისვით სხვა ფერის მანიკური, მიეცით დრო გასაშრობად და მოიშორეთ წებოვანი ლენტები. ლამაზი და ორიგინალური მანიკური მზად არის!

14. სანამ სუნამოს მიიპკურებთ, შესაბამის ადგილებში წაისვით ძალიან მცირე რაოდენობით ვაზელინი და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიყენეთ სუნამო. ასე სასიამოვნო არომატი და სურნელი ძალიან დიდი ხნით გაგყვებათ.

15. ხშირად უსიამოვნო გამონაყარი თავს სწორედ მაშინ იჩენს, როდესაც ეს ყველაზე ნაკლებად გვჭირდება. პრობლემის გადასაჭრელად, ბამბის დისკები დაასველეთ თვალის წვეთებით, რამდენიმე წუთით მოათავსეთ საყინულეში და შემდეგ დაიფინეთ ზემოდან გამონაყარზე. ზუსტად 20 წუთში თქვენი სისხლძარღვები შიკუმშება, სიწითლე მოგშორდებათ, შეშუპება და ანთება გაივლის.

16. ასპირინის 2 დაფქული აბი, ერთი კაფსულა A ვიტამინი, 1 სუფრის კოვზი ზღვის მარილი და ბოსტნეულის მცირეოდენი ზეთი გახსენით 200 მლ თბილ წყალში. მოათავსეთ თქვენი ხელები ამ აბაზანაში დაახლოებით 20 წუთით და შემდეგ შეიმშრალეთ ქაღალდის ხელსახოცით. თუ ამ პროცედურას რეგულარულად ჩაიტარებთ, შეძლებთ ხელების კანის რამდენიმე წლით გაახალგაზრდავებას.

17. თუ მოულოდნელად დეოდორანტი გაგითავდათ, შეგიძლიათ მის ნაცვლად პირის ღრუს სავლები სითხე გამოიყენოთ. ბამბის დისკი დაასველეთ ამ სითხეში და კარგად დაიმუშავეთ კანის შესაბამისი მონაკვეთები.  პირის ღრუს სავლები სითხე ეფექტურად გაანადგურებთ მთელ ბაქტერიებს და მთელი დღის განმავლობაში საიმედოდ დაგიცავთ.

18. თუ არასასურველი თმისგან გათავისუფლება გსურთ, აუცილებელია, რეგულარულად იზრუნოთ კანის მკვდარი უჯრედების აქერცვლაზე. უბრალო საპონი გაადნეთ წყლის აბაზანაზე, ჩაამატეთ მასში 1 სუფრის კოვზი მუხუდოს ფქვილი, 1 სუფრის კოვზი ოსპის ფქვილი და ამავე რაოდენობით კურკუმის ფხვნილი. მზა ნარევი არაჩვეულებრივია კანის მკვდარი უჯრედების ასაქერცვლად. რეგულარული გამოყენების შედეგად არასასურველი თმა სულ უფრო და უფრო მცირდება, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი საერთოდ ქრება.

ახლა თქვენ უკვე იცით მარტივი ხრიკების შესახებ, რომლებიც ყველაზე გამოუვალ სიტუაციებშიც კი დაგეხმარებათ. ძალიან დიდი იმედი მაქვს ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. არ დაგავიწყდეთ ჩვენთვის თქვენი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება!