ამ გასაოცარი პროდუქტის სასარგებლო თვისებების შესახებ დღემდე ლეგენდები დადის. ის მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით, რომლებიც აუცილებელია ჩვენი ორგანიზმის გამართული ფუნქციონირებისთვის.
გოგრა საკუთარ სასარგბლო თვისებებს იმ შემთხვევაშიც კი ინარჩუნებს, თუ მას ხანგრძლივი დროით ვინახავთ ოთახის ტემპერატურაზე. ეს ნაყოფი ძალზედ სასარგებლოა არა მხოლოდ ნედლ, არამედ მოხარშულ მდგომარეობაშიც.
ძალიან ცოტა ადამიანმა თუ იცის, რომ გოგრა ყველაზე სასარგებლო ნატურალური პროდუქტია მაშინ, როდესაც სისხლში შაქრისა და ქოლესტერინის დონის მატებისგან ვიტანჯებით. დღეს ჩვენი რედაქცია გიზიარებთ გასაოცარ რეცეპტს, რომელიც მარტივად გაუმკლავდება ამ ორ სერიოზულ პრობლემას.
როგორ შევიმციროთ ცუდი ქოლესტერინის დონე სახლის პირობებში
ინგრედიენტები:
- 100 გრამი ნედლი გოგრა;
- 0,5 ჭიქა წყალი.
მომზადება:
გაასუფთავეთ გოგრა ქერქისგან და დაჭერით ის პატარა ზომის კუბიკებად.
დაჭრილი გოგრა მოათავსეთ ბლენდერში, დაასხით მოცემული რაოდენობით წყალი და ურიეთ მაღალ სიჩქარეზე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
მიღებული საშუალება მიირთვით ყოველდღიურად მშიერ კუჭზე, საუზმობამდე 30 წუთით ადრე. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა – 1 თვე. ეს გასაოცარი საშუალება არა მხოლოდ დაგირეგულირებთ სისხლში შაქრისა და ქოლესტერინის დონეს, არამედ გაგიჯანსაღებთ მთელ ორგანიზმს.
გისურვებთ ჯანმრთელობას!