ვანა-ტუალეტის დასუფთავება ჩემთვის ყოველთვის ჯოჯოხეთური წამება იყო, სანამ ეს ხრიკები არ ვისწავლე

55907

ვანა-ტუალეტის დასუფთავება – არც თუ ისე მარტივი და სასიამოვნო საქმიანობა. ყველაზე დიდი საშინელება კი ის ფაქტია, რომ ჩვენ რეგულარულად გვიწევს ამის კეთება. სწორედ ამიტომ, დღეს ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ, თუ როგორ დაამარცხოთ მიკრობები, სოკოები, ობი და უსიამოვნო სუნი ძალიან მარტივად.

როგორ დავასუფთავოთ ტუალეტი მარტივად

  1. აადუღეთ ერთი ჭიქა წყალი და ჩააგდეთ მასში შავი ჩაის 3 ბალიში. როდესაც სითხე გაგრილდება, გადაიტანეთ ის სპრეი-ბოთლში. მიღებული საშუალება ძალზედ ეფექტურია ყვითელი ნადების წინააღმდეგ საბრძოლველად და სარკეების გასაპრიალებლად.
  2. ძმრისა და თხევადი საპნის თანაბარი რაოდენობით შერევით თქვენ მიიღებთ ძალზეფ ეფექტურ საშუალებას, რომელიც ობის სამუდამოდ დავიწყებაში დაგეხმარებათ.
  3. გაჭერით ლიმონი შუაზე და მისი დახმარებით გაწმინდეთ ნებისმიერი პრიალა ზედაპირი (მაგ: ონკანი). ის სისუფთავისგან იბრწყინებს!
  4. ჩაალბეთ პირსახოცი ძმარში რამდენიმე წუთით. მიღებული საშუალება ძალზედ ეფექტურია ნადების წინააღმდეგ საბრძოლველად.
  5. კბილის ჯაგრისების სათავსო მიკრობების უზარმაზარი ბუდეა. თუ თქვენთვის საკუთარი და თქვენი შვილების ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია, ხშირად გარეცხეთ სათავსო ძმრის გამოყენებით.
  6. იმისთვის, რომ გააპრიალოთ უნიტაზი, გააქროთ უსიამოვნო სუნი და გაანადგუროთ ბაქტერიები, ტუალეტის ცარიელ ჩასარეცხში ჩაასხით 0,5 ლ ძმარი.
  7. ვანა-ტუალეტში უსიამოვნო სუნისა გამომწვევ მიზეზს და ბაქტერიების უზარმაზარ ბუდეს უნიტაზის ჯაგრისი წარმოადგენს. იმისთვის, რომ თავიდან აირიდოთ ყოველივე ეს, ჩაასხით ჯაგრისის ჩასადებში მცირეოდენი უნიტაზის გასაწმენდი თხევადი საშუალება.

ამ და სხვა სასარგებლო ხრიკების ხილვას შეძლებთ შემდეგ ვიდეოში:

ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის გამოსადეგარი იქნება. არ დაგავიწყდეთ სტატიის მეგობრებისთვის გაზიარება!