დღეს მსურს, გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება, თუ როგორ დავამარცხე კუჭის წვენის მომატებული მჟავიანობა მხოლოდ ნატურალური რეცეპტებისა და ინგრედიენტების გამოყენებით.
დაახლოებით 10 წლის წინ კატარალური გასტროენტერიტის დიაგნოზი დამისვეს. მიუხედავად ექიმის ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებისა, კუჭის ტკივილი და საშინელი გულძმარვა მოსვენების საშუალებას არ მაძლევდა.
ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც შვილთან ერთად ბაზარში პროდუქტების შესაძენად გავეშურე, შეტევა შუა გზაში დამეწყო. თავს იმდენად ცუდად ვგრძნობდი, მანქანიდან დამოუკიდებლად გადმოსვლაც კი ვერ შევძელი. სწორედ ამ დროს თანასოფლელმა ქალბატონმა, რომელიც იმ კონკრეტულ მომენტში ჩვენთან ერთად მგზავრობდა, ყველაფერი დეტალურად გამომკითხა. როდესაც მას ჩემი პრობლემების შესახებ ყველაფერი მოვუყევი, ხნიერმა ქალბატონმა გამოცდილი ხალხური რეცეპტის შესახებ მიამბო.
ხნიერი ქალბატონის მტკიცებით, ჩემი პრობლემის გადაჭრის გზა ისეთ უბრალო და იაფ ბოსტნეულში იმალებოდა, როგორიც კარტოფილია. მისივე რჩევით, 9 დღის განმავლობაში ყოველ დილას, უზმოზე 100 მილილიტრ კარტოფილის ახლადგამოწურულ წვენს ვსვამდი და 1 ჭიქა ნატურალურ რძეს ვაყოლებდი.
კარტოფილის წვენის რეგულარული მიღებიდან უკვე მე-5 დღეს ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება და საოცარი შვება ვიგრძენი, რამაც იმედები ჩამისახა.
9 დღიანი კურსის დასრულების შემდეგ გულძმარვა და კუჭის ტკივილები ისე გაქრა, თითქოს ამ პრობლემებს არც არასდროს შევუწუხებივარ.
დაახლოებით 1 წლის განმავლობაში ტკივილები და საშინელი გულძმარვა აღარ გამეორებულა, თუმცა ამ დროის გასვლის შემდეგ პრობლემამ კვლავ იჩინა თავი. რა თქმა უნდა, მეც აღარ დავაყოვნე და მკურნალობის ახალი კურსი დავიწყე. 9 დღის განმავლობაში ყოველდღიურად კარტოფილის წვენის მირთმევამ და ნატურალური რძის დაყოლებამ კვლავ გაამართლა და მყისიერი შედეგი გამოიღო, რისთვისაც დღემდე ჩემი თანასოფლელი ხნიერი ქალბატონის მადლიერი ვარ.
თუ თქვენც იგივე პრობლემა გაწუხებთ, აუცილებლად ცადეთ კარტოფილის წვენით მკურნალობის კურსის ჩატარება. რა თქმა უნდა, ჩემი რჩევა იქნება, თუ თვითმკურნალობის დაწყებამდე ექიმთან გაივლით კონსულტაციას და იმოქმედებთ მხოლოდ მისი ნებართვის შემდეგ.
დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ინფორმაცია თქვენც დაგეხმარებათ. გისურვებთ ჯანმრთელობას!
თუ სტატია ინფორმაციული იყო, არ დაგავიწყდეთ მისი გაზიარება მეგობრებისთვის!