მიირთვით 1 ჭიქა ეს წვენი ყოველდღიურად, რათა გაიწმინდოთ თირკმელები სწრაფად და თავიდან აირდიოთ კენჭების ფორმირება

2227

თირკმელების ჯანმრთელობას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება მთელი ჩვენი ორგანიზმის გამართული ფუნქციონირებისთვის. სწორედ ეს წყვილი ორგანოა პასუხისმგებელი სისხლის ტოქსინებისგან და სხვა მავნე ნივთიერებებისგან გაფილტვრაზე.

სამწუხაროდ, ცხოვრების თანამედროვე სტილისა და მავნე ჩვევების შედეგად ისინი საკმაოდ ხშირად ზიანდება და საკუთარ ფუნქციას, გაფილტროს სისხლი მავნე ნივთიერებებისგან, სრულფასოვნად ვეღარ ართმევს თავს, რის შედეგადაც შეიძლება თავი იჩინოს არაერთმა სერიოზულმა პრობლემამ.

გარდა პოტენციურად საზიანო სუბსტანციების გაფილტვრისა, თირკმელები არეგულირებს სითხის დონეს ჩვენს სხეულში და ასრულებს კიდევ არაერთ მნიშვნელოვან ფუნქციას.

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა, როდესაც საქმე თირკმელებს ეხება, ამ წყვილ ორგანოში კენჭების ფორმირებაა. მოცემულ პრობლემას იწვევს კალციუმის და მისი მსგავსი სუბსტანციების დაგროვება, რომელთა სრულფასოვნად გაფილტვრას თირკემლები რიგ შემთხვევებში ვერ ართმევს თავს. გამომდინარე ამ წყვილი ორგანოს დიდი მნიშვნელობისა მთელი ჩვენი ორგანიზმის გამართული მუშაობისთვის, ჩვენ რეგულარულად უნდა მივიღოთ შესაბამისი ზომები მათ გასაჯანსაღებლად.

სამწუხაროდ, პრობლემის დიაგნოსტიკა ადრეულ სტატიაზე პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან შესაბამის ნიშნებსა და სიმპტომებს ორგანიზმი მხოლოდ მაშინ გვაწვდის, როდესაც ის მწვავდება და რთულ ფორმას იძენს. გარდა საკამრისი რაოდენობით სუფთა წყლის მიღებისა, არსებობს ნატურალური წვენები, რომელთა დახმარებით გაიუმჯობესებთ თირკემლების მუშაობას და გაიჯანსაღებთ ამ წყვილ ორგანოს.

დღევანდელ სტატიაში გასწავლით ნატურალური საშუალების დამზადებას, რომელიც სასარგებლოა არა მხოლოდ ჩვენი თირკმელებისთვის, არამედ აჯანსაღებს მთელ ორგანიზმს.

  • ლიმონი – ეს ციტრუსი მდიდარია ლიმონმჟავით, რომელსაც შეუძლია კენჭების დაშლა და მათი ფორმირების პრევენცია.
  • კურკუმა – ანტისეპტიკური და ანთების საწინააღმდეგო თვისებებით გამორჩეული ეს სანელებელი არაჩვეულებრივია თირკმელების ინფექციების გასანადგურებლად და ამ წყვილ ორგანოში მიმდინარე ანთებითი პროცესების ჩასახშობად.
  • ჯანჯაფილი – ისევე როგორც კურკუმა, ჯანჯაფილი ანთების საწინააღმდეგო ძალიან ძლიერი ნატურალური პროდუქტია.
  • შტოში – ეს კენკრა შეიცავს კვინტიუმის მჟვას, რომელიც თავიდან გვარიდებს კენჭების ფორმირებას.
  • ყურძენი – ანტიოქსიდანტებით მდიდარი ყველასათვის საყვარელი ეს პროდუქტი აჯანსაღებს ჩვენს თირკმელებს.

ახლა, როდესაც ყველა ინგრედიენტის სასარგებლო თვისებების შესახებ ვიცით, უშუალოდ რეცეპტზე გადასვლის დროა.

ინგრედიენტები: 

  • 1 ჩაის ჭიქა შტოშის წვენი;
  • 2 ს.კ. ლიმონის წვენი;
  • ½ ს.კ. კურკუმის ფხვნილი;
  • 1 სუფრის კოვზი დაფქული ჯანჯაფილი;
  • 1 ჩაის ჭიქა ყურძნის წვენი.

ინსტრუქცია:

  1. შესაბამისი ზომის ჭურჭელში შერიეთ ერთმანეთში შტოშისა და ყურძნის წვენი.
  2. ჩაამატეთ კურკუმის ფხვნილი, ლიმონის წვენი და დაფქული ჯანჯაფილი.
  3. კარგად გადაურიეთ.
  4. დააყოვნეთ სასმელი 30 წუთით და შემდეგ გადაწურეთ ის სუფთა ჭიქაში.
  5. მიირთვით ასეთი სასმელი ყოველდღიურად მდგომარეობის გაუმჯობესებამდე.
  6. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია. უმჯობესია, თუ რამდენიმე დღის განმავლობაში ამ სასმელს ყოველდღიურად მიიღებთ, შემდეგ კი მინიმუმ 1 კვირიან შესვენებას გააკეთებთ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებს. გისურვებთ ჯანმრთელობას!