მამაკაცებს ისინი თვალდახუჭული უყვარდებათ: 3 ჭკუიდან შემშლელი ზოდიაქოს ნიშანი

2885

ქალის მიმზიდველობის საკითხი საზოგადოებას ოდითგანვე აღელვებდა, და დღემდე ამოუხსნელი რჩება, რატომ გიჟდებიან გარკვეულ ქალებზე მამაკაცები, სხვები კი უბრალოდ მოსწონთ. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ საქმე აღზრდაშია და იმაში, თუ როგორ ექცეოდნენ ბავშვობაში გოგონას. სექსოლოგები ირწმუნებიან, რომ თავდაჯერებულობაში, ასტროლოგები კი ვარსკვლავებს აბრალებენ ყველაფერს.

უდავოდ, ყველა ქალი მომხიბვლელია, მაგრამ ასტროლოგები უპირატესობას ამ 3 ნიშანს ანიჭებენ.

მე-3 ადგილი – სასწორი

სასწორი ძალიან ქალურია, ამავდროულად ჭკვიანი, მჭევრმეტყველი და აქტიური. რთულ სიტუაციაში აღმოჩენისას, ის უსუსური ხდება და ნამდვილი ლედის მსგავსად იქცევა – ხსნას მამაკაცის მხარდაჭერაში პოულობს. სასწორი ცნობილია თავისი სილამაზით, მას დახვეწილი მანერები აქვს, გემოვნებიანად იცვამს და ცდილობს, ფუფუნების საგნები არ მოიკლოს, ამასთან აქვს შესანიშნავი იუმორის გრძნობა და გონებამახვილია. ქალი-სასწორი თვითკრიტიკულიცაა, მუდამ ფეხდაფეხ მიჰყვება დროს და აკეთებს ყველაფერს, კონკურენტები რომ დაჩრდილოს. მას ფაქტობრივად თავად მამაკაცი კი არ აინტერესებს, უბრალოდ სურს, რომ მისით აღფრთოვანდნენ.

მე-2 ადგილი – მერწყული

ქალ-მერწყულს მაღალი მოთხოვნები აქვს, საყვარელმა მისდამი დიდი პატივისცემა უნდა გამოიჩინოს. ძალიან მგრძნობიარე და ჭკვიანია. უყვარს წვეულებები, თავს დედოფლად გრძნობს საზოგადოებაში, არ უყვარს ტყუილები.

არასოდეს იცი, რას უნდა ელოდო მისგან და სწორედ ამის გამო მერწყულთან ურთიერთობა ძალიან საინტერესო. მომხიბლავი მეწრყული მოსაუბრეს ნუსხავს ვნებათა ღელვით და აბნევს ისეთ მამაკაცებსაც, რომლებსაც თავი ქალის ფსიქოლოგიის უბადლო მცოდნეები ჰგონიათ. მერწყული მუდამ ისე იქცევა, როგორც მას სურს და ვერ იტანს პირობების წაყენებას. მისი საქციელი მუდამ გამოცანად რჩება გარშემომყოფებისთვის.

1-ლი ადგილი – ქალწული

რეიტინგის პირველ ადგილზე ქალწულია. ის ისეთივე ემოციურია, როგორც სხვა ქალები, მაგრამ შესანიშნავად მართავს თავის გრძნობებს. მისი შინაგანი სურვილები მუდამ გამოცანად რჩება. სერიოზული და თავდაჭერილია. ნამდვილი ქალი-იდუმალება.

შეუძლია იყოს გულუხვი, მომთმენი და კეთილი, ამასთან მიზანდასახული და ცივი რჩება და მუდამ გონებას ექვემდებარება. კარგად იცის, რა სურს მამაკაცს, და თუ მამაკაცი თვითონ ვერ ხვდება, ქალწული დაეხმარება სიტუაციის გაანალიზებაში. შესანიშნავი ანალიტიკოსია. მისი მიზნები პრაქტიკული და რეალურია. ნაადრევ ასაკში იშვიათად ქორწინდება და ანგარებასაც ეძებს. მაგრამ ამმაკაცები მასში მაინც ანგელოზს ხედავენ. შესანიშნავი დიასახლისი და დედაა, მეუღლის საინტერესო პარტნიორი. როგორც წესი, ხნიერ ასაკშიც შესანიშნავად გამოიყურება. მისი ერთადერთი მინუსი კი გახლავთ ის, რომ ვერ იტანს კრიტიკას. თუ ვინმე მის პრინციპებს ეწინააღმდეგება, სამუდამოდ ამოშლის ცხოვრებიდან.