შემოდგომის პერიოდში, ტემპერატურის მკვეთრი ვარდნის შედეგად, ჩვენი იმუნიტეტი ძალიან სუსტდება: თითქოს სურდო, საერთო სისუსტე და ძილიანობა ჩვენი ცხოვრების თანამგზავრად იქცა. სინამდვილეში, ასე ორგანიზმი გვაწვდის სიგნალს იმის თაობაზე, რომ მას ჩვენი დახმარება სჭირდება.
როგორ შეიძლება შევუწყოთ ხელი ორგანიზმს გამართულად მუშაობაში, თუარა კვების დარეგულირებით და ყოველდღიური რაციონის ახალი ხილითა და ბოსტნეულით გამდიდრებით?! შემოდგომა სწორედ ის პერიოდია, როდესაც თვით ბუნება გვაჯილდოებს ვაშლით, გოგრითა და წითელი კომბოსტოთი, რომელიც კომბოსტოს ყველა სხვა სახეობაზე გაცილებით სასარგებლოა.
წითელი კომბოსტოს ფურცლები შეიცავს საკმაოდ დიდი რაოდენობით ანტოციანებს – შენაერთი, რომელიც მის წითელ შეფერილობას განაპირობებს და აქვს წარმოუდგენლად სასარგებლო გავლენა ჩვენს ჯანმრთელობაზე. გარდა ამისა, მოცემული პროდუქტი წარმოადგენს იმ ვიტამინებისა და მინერალების ძალიან დიდ ბუნებრივ წყაროს, რომლებიც მთელი ზამთარი ძალიან გვჭირდება.
წითელი კომბოსტოს სასარგებლო გავლენა
- მოცემული პროდუქტი აუცილებლად უნდა ჩართოთ თქვენს ყოველდღიურ რაციონში, თუ ჰიპერტონიკი ხართ: წითელი კომბოსტო ამცირებს წნევას, აძლიერებს სისხლძარღვებს და უბრუნებს მათ მოქნილობას.
- წითელი კომბოსტოს ფურცლები, კომპრესების სახით, სწრაფად ახორცებს ჭრილობებს, დამწვრობას და ხსნის თავის ტკივილს.
- მისი წვენი გამოდევნის ორგანიზმიდან ტოქსინებს და ბოლომდე წმენდს ჩვენს ღვიძლს.
- დანიელი მეცნიერების მტკიცებით, წითელი კომბოსტოს წვენის რეგულარულად მირთმევის შედეგად მკერდის კიბოს განვითარების რისკი საგრძნობლად მცირდება.
- ფიტონციდები, რომელთაც კომბოსტოს ეს სახეობა დიდი რაოდენობით შეიცავს, ანადგურებს ტუბერკულოზის ჩხირებს. ჯერ კიდევ ძველ რომში გამოიყენებოდა ამ ბოსტნეულის წვენი ფილტვების დაავადებების სამკურნალოდ.
- კარგი საიხლე მათთვის, ვისაც წონის დაკლება სურს: წითელი კომბოსტო აჩქარებს მეტაბოლიზმს და არეგულირებს საჭმლის მონელების პროცესს.
როგორ მოვამზადოთ სამკურნალო წვენი
ინგრედიენტები:
- 300 გრამი წითელი კომბოსტო
- 1 წითელი ვაშლი
- ნედლი ბაზილიკა – დაახ. 1 მუჭი
- პიტნა – ანალოგიური რაოდენობით
მომზადებისა და მიღების წესი:
ყველა ინგრედიენტი კარგად გარეცხეთ, დაჭერით პატარა ნაჭრებად და მოამზადეთ ერთგვაროვანი მასა ბლენდერის გამოყენებით.
კომბოსტოს ეს წვენი არა მხოლოდ ძალიან სასარგებლო, არამედ საკმაოდ გემრიელიცაა. მიირთვით მზა სასმელი დღის სასურველ მონაკვეთში, რათა შეავსოთ ორგანიზმი სასარგებლო ვიტამინებითა და მინერალებთ, გაიწმინდოთ ნაწლავები მავნე ნაჩვენებისგან, დაიჩქაროთ მეტაბოლიზმი, აღიდგინოთ იმუნური სისტემა და უჯრედულ დონეზე გაიწმინდოთ ღვიძლი.
თუ ეს ინფორმაცია სასარგებლოდ მიგაჩნიათ, აუცილებლად გაუზიარეთ სტატია მეგობრებსაც. გისურვებთ ჯანმრთელობას!