ეს ყველაზე ძლიერი ბუნებრივი ანტიბიოტიკია, რომლის მომზადებასაც სახლში შეძლებთ

2137

საუკეთესო გზა, ნებისმიერი დაავადებისა და ინფექციის თავიდან ასარიდებლად, ძლიერი იმუნიტეტის ქონაა. როგორ გავიძლიეროთ იმუნიტეტი? სამედიცინო პრეპარატების მიღების ნაცვლად, რომელთათვის არაერთი გვერდითი მოვლენაა დამახასიათებელი, გირჩევთ, იკვებოთ ჯანსაღად და მიიღოთ ეს საშიანო საშუალება, რომლის შესახებაც დღეს დეტალურად გიამბობთ.

რეცეპტში შემავალი ყველა ინგრედიენტი არის აბსოლუტურად ნატურალური, უსაფრთხო და ძალიან სასარგებლო ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

როგორ გავიძლიეროთ იმუნიტეტი სახლის პირობებში

ინგრედიენტები: 

  • 700 მლ ვაშლის ძმარი
  • ¼ ჩაის ჭიქა წვრილად დაჭრილი ნიორი
  • ¼ ჩაის ჭიქა წვრილად დაჭრილი ხახვი
  • ¼ ჩაის ჭიქა ჯანჯაფილის გახეხილი ფესვი
  • 2 სუფრის კოვზი გახეხილი პირშუშხა
  • 2 სუფრის კოვზი კურკუმის ფხვნილი

ინსტრუქცია: 

  1. ყველა ინგრედიენტი, გარდა ვაშლის ძმრისა, მოათავსეთ ბლენდერში და მოამზადეთ ფაფისებრი მასა.
  2. გადაიტანეთ ის მინის სუფთა ქილაში და დაასხით მოცემული რაოდენობით ვაშლის ძმარი.
  3. ქილას მჭიდროდ დააფარეთ თავსახური და შიგთავსი კარგად შეანჯღრიეთ.
  4. დააყოვნეთ ეს საშუალება მშრალ და ცივ ადგილას 2 კვირის განმავლობაში, შემდეგ კი გადაწურეთ რამდენიმე ფენად გადაკეცილი დოლბანდის ან მარლის გამოყენებით.
  5. ჩვენ დაგვჭირდება მხოლოდ სითხე, რომელიც უნდა მოათავსოთ მინის ბოთლში ან ქილაში, კარგად დააფაროთ თავსახური და შეინახოთ მაცივარში.
  6. დღეში ერთხელ მიიღეთ ეს საშუალება 1 სუფრის კოზის ოდენობით, ჭამიდან 15 წუთის შემდეგ.

გამოიჩინეთ დიდი სიფრთხილე და ყურადღება! მოცემული საშუალების მიღებამდე, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ოჯახის ექიმთან.