გამოიყენეთ კვერცხის ნაჭუჭი სწორად, რათა დაამარცხოთ კარიესი და გაითეთროთ კბილები

2739

კარიესი – პირის ღრუს ყველაზე გავრცელებული დაავადება, რომლისგანაც ჩვენი პლანეტის მოსახლეობის დაახლოებით 98% იტანჯება. კარიესი არის რთული, ნელა პროგრესირებადი პათოლოგიური პროცესი, რომელიც აღწევს კბილის მყარ ქსოვილებში და იწვევს ემალის განადგურებას.

მოცემული უსიამოვნო მოვლენის გამომწვევი უმთავრესი მიზეზებია: პირის ღრუს არასწორი ჰიგიენა, მოწევა, სტრესი და შაქრით მდიდარი პროდუქტებისადმი სიყვარული.

როგორც წესი, კარიესი ადრეულ ეტაპზე სრულიად შეუმჩნევლად და უსიმპტომოდ ვითარდება. დროთა განმავლობაში პრობლემა მწვავდება, იწყება კბილის ემალის განადგურების პროცესი, თავს იჩენს ძლიერი ტკივილები და კბილები ხდება ზედმეტად მგრძნობიარე სითბოსა და სიცივის მიმართ.

როგორც კი კარიესისათვის დამახასიათებელი ეს უსიამოვნო სიმპტომები შეგაწუხებთ, გირჩევთ, დაუყონებლივ მიიღოთ საჭირო ზომები. მხოლოდ ასეა შესაძლებელი პრობლემის გამწვავების თავიდან არიდება და მისი მარტივად განკურნება ადრეულ სტადიაზევე. თუ ასე არ მოიქცევით, სავსებით შესაძლებელია, კბილები ბოლომდე დაკარგოთ.

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი, რომელიც აუცილებელია ჩვენი კბილების ჯანმრთელობისა და სიძლიერისთვის – კალციუმია. როგორც მოგეხსენებათ, ამ ელემენტის უდიდესი ბუნებრივი წყარო კვერცხის ნაჭუჭია. სწორედ ამ ინგრედიენტის დახმარებით არის შესაძლებელი კბილის ემალის გაძლიერება და კარიესის სწრაფადვე დამარცხება.

მაშ ასე, დღეს გიამბობთ, თუ როგორ გამოიყენოთ ეს პროდუქტი პირის ღრუს ყველაზე გავრცელებული დაავადების, კარიესის სამკურნალოდ. ადამიანები, რომლებმაც ეს საშუალება უკვე გამოცადეს, მის ეფექტურობას ადასტურებენ!

როგორ დავამარცხოთ კარიესი სახლის პირობებში

კარიესის სამკურნალო საშიანო კბილის პასტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ ნახევარი ჩაის ჭიქა კარგად დაფქული კვერცხის ნაჭუჭი (ნაჭუჭის დასაფქვავად გამოიყენეთ ბლენდერი), რომელსაც უნდა დაუმატოთ რამდენიმე წვეთი პიტნის ეთერზეთი და 2 სუფრის კოვზი ქოქოსის ზეთი.

მას შემდეგ, რაც ინგრედიენტებს ერთმანეთში ბოლომდე გახსნით, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი საჭმელი სოდა და კიდევ ერთხელ კარგად გადაურიეთ. მზა საშუალება შეინახეთ კონტეინერში, რომელსაც მჭიდროდ, ჰერმეტულად ეფარება თავსახური.

გაიხეხეთ კბილები ამ საშუალებით დღეში 3-ჯერ და ხანმოკლე დროში სასიამოვნო ცვლილებები თვალსაჩინო იქნება.

გარდა კარიესის დამარცხებისა, მოცემული საშუალებით მარტივად გაუმკლავდებით უსიამოვნო სუნისა და ნადების პრობლემას.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც!