მოამზადეთ და მიირთვით ნივრის ტონიკი, რათა გათავისუფლდეთ პარაზიტებისგან, ტოქსინებისგან და გაიძლიეროთ გული

5649

ხალხურ მედიცინაში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი ნატურალური პროდუქტი ნიორია. გარდა სხვადასხვა კერძებისთვის პიკანტური გემოს მინიჭებისა, ის საკმაოდ ძლიერი სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა და გვეხმარება ჯანმრთელობის არაერთი სერიოზული პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ნიორი ეფექტურად ამცირებს სისხლში ცუდი ქოლესტერინის დონეს, წმენდს სისხლძარღვებს, აუმჯობესებს სისხლის მომქცევას და არეგულირებს სისხლის წნევას. სწორედ ამ ნატურალური ბოსტნეულის დახმარებით, რომელიც ღვითსგან ბოძებული ნამდვილი საჩუქარია, შესაძლებელია გულის შეტევისა და გულის იშემიური დაავადების თავიდან არიდება.

გარდა ყოველივე ზემოთ თქმულისა, აღსანიშნავია ნივრის კიდევ რამდენიმე თვისება: ის ამარცხებს დიარეას, გრიპსა და გაციებას, ანადგურებს სოკოვან ინფექციას, გვიმსუბუქებს მდგომარეობას დიაბეტის, გადიდებული პროსტატისა და ოსტეოართრიტის დროს, ბოლომდე წმენდს სხეულს ტოქსინებისგან და აძლიერებს იმუნიტეტს.

როგორ გამოვიყენოთ ნიორი, რათა მივიღოთ მისგან მაქსიმალური სარგებელი? 

ნივრის სასარგებლო თვისებები მასში შემავალი აქტიური კომპონენტით, ალიცინითაა განპირობებული, რომელიც თერმულ დამუშავებას ვერ უძლებს. სწორედ ამიტომ, ეს ბოსტნეული აუცილებლად უნდა მივირთვათ ნედლი სახით, რათა არ დავუკარგოთ მას მთელი სამკურნალო პოტენციალი. გარდა ამისა, ნივრის მირთმევა უზმოზეა რეკომენდებული, რადგან როდესაც ჩვენი კუჭი გამოვსებულია, ორგანიზმი ვეღარ ახერხებს სასარგებლო ნივთიერებების ბოლომდე ათვისებას.

ნიორი და თაფლი – პანაცეა არაერთი პრობლემის წინააღმდეგ!

ნივრის 2 ან 3 კარგად დაქუცმაცებული კბილი დაუმატეთ 1 სუფრის კოვზ ნატურალურ თაფლს და მიირთვით ის ყოველ დილას, უზმოზე, რათა გაიუმჯობესოთ ზოგადი ჯანმრთელობა და მიიღოთ მაქსიმალური სარგებელი ამ ბოსტნეულისგან.

ნივრის ტონიკი, რომელიც გაგიჯანსაღებთ მთელ სხეულს! 

საშუალება, რომლის დამზადებასაც ახლა გასწავლით, საიმედოდ დაგიცავთ გრიპისა და გაციებისგან. ის სტიმულირებს სისხლის მიმოქცევას, ანადგურებს ვირუსებსა და ინფექციებს, აძლიერებს იმუნიტეტს და გვიცავს არაერთი სერიოზული, მომაკვდინებელი დაავადებების განვითარებისგან. მოცემული საშუალება ბოლომდე გაანადგურებს თქვენს სხეულში ბინადარ ჭიებს, პარაზიტებსა და მათ კვერცხებს!

ინგრედიენტები:

  • ნახევარი თავი ყვითელი ხახვი (დაქუცმაცებული)
  • 5 კბილი ნიორი (დაქუცმაცებული)
  • 2 ცალი ჩილეს წიწაკა
  • 1 სუფრის კოვზი გახეხილი ჯანჯაფილი
  • 1 ლიმონის ახლადგამოწურული წვენი
  • გაუფილტრავი, ნატურალური ვაშლის ძმარი

ინსტრუქცია: 

  1. მოიმარჯვეთ მინის ქილა და ჩაყარეთ მასში დაქუცმაცებული ხახვი, დაუმატეთ ნიორი, საშუალო სისქის ნაჭრებად დაჭრილი ჩილეს წიწაკა და გახეხილი ჯანჯაფილი.
  2. ნარევს დაასხით ერთი ლიმონის ახლადგამოწურული წვენი, კარგად ამოურიეთ და შემდეგ დაუმატეთ ვაშლის ძმარი.
  3. ქილას კარგად დააფარეთ თავსახური და დააყოვნეთ ის ოთახის ტემპერატურაზე რამდენიმე დღე-ღმის განმავლობაში.

თუ გრიპი, გაციება ან ვირუსული ინფექცია შეგაწუხებთ, დაიწყეთ ამ საშუალების მიღება 25-50 გრამის ოდენობით დღეში 2-ჯერ, ჭამამდე რამდენიმე წუთით ადრე. კურსის ხანგრძლივობა – სიმპტომების სრულ გაქრობამდე.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენც დაგეხმარებათ. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც!