ბარაქის ხე – საკმაოდ პოპულარული ოთახის მცენარე, რომლის შესახებაც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია. მისი ასეთი პოპულარობა განპირობებული არაერთი ფაქტორით. გარდა იმისა, რომ ბარაქის ხე მართლაც საკმაოდ ლამაზი მცენარეა, მას საკმაოდ ხშირად იყენებენ თავის მოსავლელად და ზოგადი ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. მეტიც, გავრცელებულია მოსაზრება, რომ ბარაქის ხე ოჯახში ფინანსურ წარმატებასა და კეთილდღეობას იზიდავს, რამაც პირდაპირი გავლენა იქონია ამ მცენარის სახელწოდებაზე.
თუ გსურთ, თქვენმა მცენარემ რაც შეიძლება დიდხანს გაგახაროთ თავისი სილამაზით, აუცილებლად უნდა იზრუნოთ მის რეგულარულად გამოკვებაზე. ამოირჩიეთ ჩვენს დღევანდელ სტატიაში წარმოდგენილი ნატურალური სასუქებიდან ერთ-ერთი და მისი გამოყენებით პერიოდულად გამოკვებეთ თქვენი მცენარე, რათა ხანმოკლე დროში ყვავილობის ულამაზესი პროცესით გაიხაროთ.
3 ნატურალური, საუკეთესო სასუქი ბარაქის ხისთვის
1. საფუვრის კოქტეილი
ერთ ლიტრ თბილ წყალში გახსენით 10 გრამი საფუარი და 1 ჩაის კოვზი უბრალო შაქარი. დააყოვნეთ მიღებული ნარევი მზიან ადგილას რამდენიმე დღე-ღამის განმავლობაში და შემდეგ მორწყეთ თქვენი მცენარე მომზადებული სასუქით.
2. ციტრუსების ქერქი
თქვენ დაგჭირდებათ 1 ლიმონისა და 2 მანდარინის ქერქი. დაასხით მათ 500 მლ მდუღარე წყალი და დააყოვნეთ ნარევი ბნელ ადგილას 3 დღე-ღამის განმავლობაში. მიღებული ხსნარი განაზავეთ წყალში (წყალი აიღეთ 3-ჯერ დიდი რაოდენობით) და რეგულარულად მორწყეთ თქვენი მცენარე ამ საშუალებით.
3. კვერცხის ნაჭუჭის ნაყენი
5 კვერცხის ნაჭუჭი დაფქვით ბლენდერის ან ყავის საფქვავის გამოყენებით. მიღებულ ფხვნილს დაასხით 500 მლ მდუღარე წყალი და დააყოვნეთ 12 დღე-ღამის განმავლობაში ბნელ ადგილას, შემდეგ გადაწურეთ. მიღებული სითხით მორწყეთ თქვენი მცენარე პერიოდულად, რათა გააძლიეროთ ის და უახლოეს მომავალში გაიხაროთ ყვავილობის ულამაზესი პროცესით.
როგორც მოგეხსენებათ, ბარაქის ხეს ჭარბი ტენი არ უყვარს. მისი მორწყვა და გამოკვება ამ ნატურალური სასუქებით რეკომენდებულია თვეში ერთხელ.
თუ გსურთ, თქვენმა ბარაქის ხემ ლამაზი ყვავილებით გაგახაროთ, არასდროს გამოიყენოთ აზოტის შემცველი ის სასუქები, რომელთაც მაღაზიების დახლებზე ვხვდებით. ასეთი სასუქები სტიმულირებს მხოლოდ მცენარის მწვანე მასის ზრდასს და აფერხებს ყვავილობის პროცესს.
ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. არ დაგავიწყდეთ სტატიის გაზიარება მეგობრებისთვის, რომელთაც მცენარეები და მათი მოვლა ძალიან უყვართ. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!