ადამიანის ორგანიზმის ნარჩენების დიდი ნაწილი თირკმელებში გადამუშავდება და შარდთან ერთად სხეულიდან გამოიდევნება. გარკვეული მიზეზების გამო, სხვადასხვა მინერალური მარილებისა და ქიმიური ნივთიერებების სრულფასოვნად დამუშავება და მათი ბოლომდე მოშორება ვერ ხერხდება, რის შედეგადაც ისინი თირკმელებში ილექება. სწორედ ასე ფორმირდება მკვრივი მასები, რომელთაც თირკმელების კენჭების სახელწოდებით ვიცნობთ.
ლიმონი და ოხრახუში თირკმელებიდან კენჭების მოსაშორებლად
ეს ნატურალური საშუალება, რომლის შესახებაც დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ, ამცირებს ზომაში კენჭებს და პროვოცირებს სხეულიდან მათი გამოდევნის პროცესს. აუცილებელია დიდი სიფრთხილის გამოჩენა: თუ თირკმელებში არსებული კენჭების ზომა 5 მილიმეტრს აღემატება, შეიკავეთ თავი ნებისმიერი ხალხური საშუალების გამოყენებისგან.
ლიმონის წვენი
მოცემული პროდუქტი მდიდარია ლიმონმჟავითა და ფოსფორმჟავით – ორი კომპონენტი, რომელიც საგრძნობლად ამცირებს კენჭების ფორმირების რისკს.
ციტრიტის მაღალი შემცველობის ხარჯზე, ლიმონის წვენი ამცირებს შარდის მჟავიანობას და სტიმულირებს სხეულიდან ზედმეტი მარილებისა და ტოქსინების მოშორების პროცესს. გარდა ამისა, მოცემული პროდუქტისთვის დამახასიათებელია შარდმდენი ეფექტი, ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო თვისებები.
ოხარხუში
ოხრახუში – მცენარე, რომელიც საოცრად დიდი პოპულარობით სარგებლობს ხალხურ მედიცინაში, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, როდესაც საუბარი თირკმელების ჯანმრთელობაზე მიდის. აპიოლი და მირისტიცინი – ოხრახუშში შემავალი ორი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც ზრდის შარდის გამომუშავებას და გვაშორებს სხეულიდან ზედმეტ სითხეს.
მაშ ასე, თქვენ დაგჭირდებათ:
- 1 ლიმონის წვენი
- 1 მუჭა ნედლი ოხრახუში
- 200 გრამი ზეითუნის ზეთი
- 300 გრამი ნეკერჩხლის სიროპი
- 300 გრამი ნატურალური თაფლი
ინსტრუქცია:
- ბოლომდე გამოწურეთ წვენი ლიმონისგან და დაუმატეთ ის ერთ მუჭა ნედლ ოხრახუშს.
- ბლენდერის გამოყენებით მოამზადეთ ფაფა.
- მიღებულ ფაფაში ჩაამატეთ დარჩენილი ინგრედიენტები და ურიეთ მაღალ სიჩქარეზე რამდენიმე წუთის განმავლობაში.
- მიღებული ერთგვაროვანი მასა მოათავსეთ მინის ქილაში, კარგად დააფარეთ თავსახური და შეინახეთ ბნელ, ცივ ადგილას.
მზა საშუალება მიირთვით 1 სუფრის კოვზის ოდენობით ყოველ დილას, უზმოზე. მთელი დღის განმავლობაში თქვენ აუცილებლად უნდა მიიღოთ საკმარისი რაოდენობით წყალი. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა – ნარევის ამოწურვამდე.
გახსოვდეთ, თვითმკურნალობა შეიძლება სახიფათო აღმოჩნდეს თქვენი ჯანმრთელობისთვის, რაც არ უნდა უსაფრთხოდ გეჩვენებოდეთ ესა თუ ის ხალხური საშუალება. სანამ თირკმელებიდან კენჭების მოშორებას დააპირებთ, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ოჯახის ექიმთან და იმოქმედეთ მხოლოდ მისი ნებართვის შემთხვევაში.
ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია გამოგადგებათ. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას!