ასე განვიკურნე ხერხემლის მალთაშუა თიაქრისგან ოპერაციის გაკეთების გარეშე

60629

მალთაშუა დისკის თიაქარი – პრობლემა, რომელიც საოცრად დიდ დისკომფორტთანაა დაკავშირებული. როდესაც გაუსაძლისი ტკივილები მტანჯავდა, ოჯახის ახლობელმა ექიმა სწორედ ეს დიაგნოზი დამისვა. გამოსავალი ჩემი პრობლემიდან მხოლოდ ოპერაციაში იყო, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ქირურგიული ჩარევისათვის თავის არიდება მირჩიეს.

სწორედ ამიტომ, საკუთარ თავზე სხვადასხვა საშუალებების გამოცდა დავიწყე. მიუხედავად მრავალი წარუმატებელი მცედლობისა, ფარ-ხმალს არ ვყრიდი და სხვადასხვა ხალხურ საშუალებებს აქტიურად ვიყენებდი.

მოგვიანებით ხალხური მედიცინის საკმაოდ ძველ რეცეპტს წავაწყდი, რომლის ავტორიც ირწმუნებოდა, რომ მოცემული ნაზავი უებარია მალთაშუა დისკების თიაქრის დროს. გამომდინარე იქიდან, რომ აღარაფერს ვკარგავდი, საკუთარ თავზე ერთით მეტი საშუალების გამოყენება გადავწყვიტე.

მინდა გითხრათ, დღეს თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობ და ტკივილები ჩემთვის აბსოლუტურად უცხოა, რაც სწორედ ამ კონკრეტული ნატურალური ნაზავის დამსახურებაა.

როგორ დავამარცხოთ მალთაშუა თიაქარი ოპერაციის გარეშე

დაგჭირდებათ: 

  • სოჭის ზეთი
  • თაფლი
  • მუმიო
  • წყალი

ინსტრუქცია:

  1. აქტიურად დაიმუშავეთ ხერხემლის პრობლემური მონაკვეთი ჯერ სოჭის ზეთით, შემდეგ ნატურალური თაფლისა და მუმიოს ნაზავით. პროცედურის შემდეგ წელი თბილად შეიხვიეთ.
  2. ყოველ 100 გრამ თაფლზე უნდა აიღოთ 1 გრამი მუმიო, რომელიც წინასწარ კარგად უნდა გახსნათ 1 სუფრის კოვზ ცხელ წყალში.
  3. თუ ამ პროცედურას 1 თვის განმავლობაში ყოველდღიურად ჩაიტარებთ, საოცარ შვებას აუცილებლად იგრძნობთ.

ეს სწორედ ის საშუალებაა, რომლის წყალობითაც ტკივილის შეგრძნება ჩემთვის სრულიად უცხო გახდა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ამ ინფორმაციით თქვენც დაგეხმარებით. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც!