ნატურალური სიროფი გაგიუმჯობესებთ მეხსიერებას, სმენას, მხედველობას და დაგიჩქარებთ ნივთიერებათა ცვლას

2181

სიროფი, რომლის დამზადებასაც დღევანდელ სტატიაში გასწავლით, ძალიან სასარგებლოა მთელი ორგანიზმისთვის. ის არა მხოლოდ თავიდან აგარიდებთ სხეულში სითხის შეკავებას, არამედ დაგიჩქარებთ ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, გაგათავისუფლებთ ჭარბი კილოგრამებისგან და შეგიმცირებთ ცხიმოვან ფენებს სხეულის პრობლემურ მონაკვეთებში.

გარდა ამ საოცარი თვისებებისა, მოცემული საშუალება ძალიან სასარგებლოა ჩვენი მეხსიერებისთვის, სმენისა და მხედველობისათვის, რაც მასში შემავალი დიდი რაოდენობით სასარგებლო კომპონენტებითაა განპირობებული. ვიტამინ C, B1, B2 და B6, კალიუმი, რკინა, მაგნიუმი, ფოსფორი, ფენოლური შენაერთები – შემადგენლობა, რაც ამ სიროფს აქცევს ძალიან სასარგებლოდ არერთი ორგანოსა და სისტემისათვის.

როგორ მოვამზადოთ სამკურნალო სიროფი

ინგრედიენტები: 

  • 4 საშუალო ზომის ლიმონი
  • 3 სუფრის კოვზი ნატურალური თაფლი
  • 2 სმ სიგრძის ჯანჯაფილის ფესვის ნაჭერი
  • 2 სუფრის კოვზი დარიჩინის ფხვნილი
  • 125 გრამი ნედლი პირშუშხა

ინსტრუქცია:

  1. პირველ რიგში, ბლენდერის გამოყენებით მოამზადეთ ფაფა პირშუშხასა და ჯანჯაფილისგან.
  2. დაუმატეთ ოთხივე ლიმონის წვენი და კარგად გადაურიეთ.
  3. მიღებულ ერთგვაროვან მასაში  ჩაამატეთ 3 სუფრის კოვზი თაფლი და 2 სუფრის კოვზი დარიჩინის ფხვნილი.
  4. კიდევ ერთხელ კარგად გადაურიეთ.
  5. მზა ნაზავი მოათავსეთ მინის ქილაში და შეინახეთ მაცივარში თავდახურულ მდგომარეობაში.

მიირთვით სამკურნალო სიროფი დღეში 2-ჯერ თითო სუფრის კოვზის ოდენობით, საუზმობამდე და სადილობამდე რამდენიმე წუთით ადრე. კურსის ხანგრძლივობა – ნაზავის ამოწურვამდე. ერთი კურსის ჩატარების შემდეგ გააკეთეთ მინიმუმ 1 თვიანი შესვენება.

მოცემული სამკურნალო სიროფი უკუჩვენებითია თქვენთვის, თუ გაწუხებთ ინდივიდუალური აუტანლობა რომელიმე პროდუქტის მიმართ. კუჭისა და ნაწლავების წყლულოვანი დაავადებების შემთხვევაში, სანამ ამ საშუალებას მიიღეთ, გაიარეთ კონსულტაცია ოჯახის ექიმთან.

დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!